არ არის გაყიდვაში

Xiaomi-ს ახალი სამი ფლაგმანის მიმოხილვა: Mi 8, Mi 8 SE и Mi 8 Explorer Edition

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ამ დღეებში სამი ახალი ფლაგმანური მოდელი: Xiaomi Mi 8, Xiaomi Mi 8 Explorer Edition და Xiaomi Mi 8 SE წარმოადგინა. ეს უკანასკნელი პირველი მობილური აპარატია პროცესორით Qualcomm Snapdragon 710-ით. დღეს სწორედ ამ სამ მოდელს მიმოვიხილავთ.

1


Xiaomi Mi 8-ს აქვს უსაზღვრო ეკრანიანი დიზაინი და iPhone X-ის მსგავსი ამონაჭერი, Apple-ის Face ID-ის მსგავსი სახის ამოცნობის 3D-სისტემა და მინის კორპუსი გვერდებზე გადახრილი პანელით. წინა პანელის 86,68%-ს იკავებს Samsung-ის 6.21-დიუმიანი AMOLED-ეკრანი Full HD+ (1080 х 2248 პიქსელი) გაფართოებით. სმარტფონის ზომები შეადგენს 154.9 x 74.8 x 7.6 მმ-ს.

2


სელფი კამერა წარმოდგენილია 20-მეგაპიქსელიანი მოდულითა და f/2.0 დიაფრაგმით. ძირითადი ორმაგი კამერა შედგება ფართოკუთხოვანი 12-მეგაპიქსელიანი სენსორით Sony IMX363 (f/1.8) და მეორე Samsung-ის 12-მეგაპიქსელიანი აპერტურით (f/2.4), რომელსაც აქვს ორმაგი ოპტიკური ზუმი და უკანა ფონის გაფერმკრთალების ფუნქცია, პორტრეტის რეჟიმში. უკანა კამერას აქვს გამოსახულების ოთხმაგი ოპტიკური სტაბილიზაცია და სწრაფი ავტოფოკუსირება. სმარტფონს აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა. ინტერნეტრესურსმა DxOMark უკვე შეაფასა Xiaomi Mi 8-ს კამერების მუშაობა 99 ქულით, რისი წყალობითაც ფლაგმანმა დაიკავა რეიტინგში მეხუთე პოზიცია.

3


სმარტფონი მუშაობს 8-ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 845, 2.8 Ghz სიხშირითა და Adreno 630 გრაფიკით, აქვს 6 GB ოპერატიული მეხსიერება და 64/128/256 GB შიდა მეხსიერება. სმარტფონს აქვს 2 sim-ბარათისა და 4G ინტერნეტის მხარდაჭერა. მუშაობს 3 300 mAh-იან აკუმულატორზე, რომელსაც აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია QuickCharge 4.0+ 18 ვატის სიმძლავრით. მწარმოებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ Xiaomi Mi 8 — მსოფლიოში პირველი სმარტფონია ორმაგი GPS მოდულით. microSD სლოტები სმარტფონს არ აქვს. მუშაობს უახლეს ოპერაციულ სისტემაზე Android 8.1 Oreo უახლესი სამარკო ინტერფეისით.

4


Xiaomi Mi 8-ს თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელზე აქვს დატანილი, იმ დროს როცა პრემიალურ Xiaomi Mi 8 Explorer Edition-ს ის პირდაპირ დისპლეიზე აქვს განლაგებული.  Xiaomi-ის განცხადებით, მისი ეკრანის დაქტილოსკოპიური სკანერი უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე Vivo X21-ის. უკანა ზედაპირი Mi 8 EE-ს ნახევრად გამჭვირვალე აქვს. მოცემული მოდელის ოპერატიული და შიდა მეხსიერება უდრის 8 GB და 256 GB, სხვა მახასიათებლებით სმარტფონი Xiaomi Mi 8-ს მსგავსია.

5


ფლაგმანს Mi 8 SE-ს Xiaomi Mi 8-სგან არა მხოლოდ პროცესორი Snapdragon 710, განასხვავებს არამედ ის ფაქტიც, რომ არ აქვს 3D-სახის სკანირების ფუნქცია. აქვს ნაკლები დიაგონალის 5.88 დიუმიანი AMOLED-დისპლეი, 3 120 mAh-იანი აკუმულატორი და ძირითადი კამერა მოდულებით - გარდა ამისა, 12+5 მეგაპიქსელი. მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა ამ მოდელის კორპუსი უფრო კუთხოვანია.

Xiaomi Mi 8-ს გაყიდვები უკვე დაიწყო 5 ივნისიდან. ფლაგმანი გამოდის შავ, ცისფერ, თეთრ და მოოქროსფრო ფერებში. 6/64 GB –იანი ვერსიის საწყისი ფასია $421, 6/128 GB-იანი სმარტფონი $468 ეღირება, 6/256 GB - $515. Xiaomi Mi 8 Explorer Edition- ის პრემიალური მოდელი 8/256 GB ეღირება $577. Mi 8 SE კი 4 და 6 GB ოპერატიული მეხსიერებით $280 ეღირება.
ზევით