არ არის გაყიდვაში

განხილვა: Xiaomi Mi 9 Lite


1

სექტემბრის შუა რიცხვებში Xiaomi-მ წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი სმარტფონი— Xiaomi Mi 9 Lite. Mi 9 Lite ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც საშუალო კლასის სეგმენტის აპარატი, შესაბამისი ფასითა და ფუნქციონალით. გარეგნულად ის ძალიან ჰგავს Mi 9-ს, ბრენდის ამავე წლის ფლაგმანს, მაგრამ მისგან განსხვავებით აქვს NFC მოდული, ეკრანზე განლაგებული თითის ანაბეჭდის სკანერი და სწრაფი დატენვის ფუნქცია. თუ რა მახასიათებლები აქვს დამატებით სმარტფონს, ამას აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ.

დიზაინი და დისპლეი

Mi 9 Lite-ს აქვს 6,39 დიუმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2340×1080 და პიქსელების სიმჭიდროვით - 403 ppi. ის ზედა პანელის 91%-ს იკავებს და დაცულია მეხუთე თაობის მინით Gorilla Glass. ტელეფონი გამოსულია სამ ფერში: Onyx Grey, Aurora Blue და Pearl White.

თითის ანაბეჭდის სკანერი

2 (2)


ეკრანზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი ახალი ტექნოლოგიაა და არ არის გასაკვირი, რომ ის მცირედი შეფერხებებით მუშაობს. ასეა აღნიშნული სმარტფონის შემთხვევაშიც. ამ ტელეფონს კი ზედა პანელზე დამცავი მინაც აქვს, რაც ცოტათი ხელს უშლის სკანერის სრულყოფილ მუშაობას.

აპარატული შემადგენელი


3 (1)

Mi 9 Lite აღჭურვილია 8 ბირთვიანი პროცესორით Snapdragon 710, რომელიც 10 ნანომეტრიან ტექპროცესორზე მუშაობს. გრაფიკული პროცესორია Adreno 616. სმარტფონი ხელმისაწვდომია ორი კონფიგურაციით: 6/64 GB და 6/128 GB შიდა და ოპერატიული მეხსიერებებით. ასევე ხელმისწავდომია NFC მოდულიც, რაც ამ სმარტფონის წინამორბედში არ გვქონდა.

კამერები

4 (1)

თანამედროვე სმარტფონის საუკეთესო ტრადიციებში Xiaomi Mi 9 Lite-ს აქვს სამმაგი ძირითადი კამერა: ძირითადი მოდული Sony IMX586 - 48 mp, დიაფრაგმით f/1.8; ფართოკუთხოვანი სენსორი - 8 mp, 118° ხედვის კუთხით და დამატებითი ტელეობიექტივი - 2 mp. ძირითადი კამერა ვიდეოს იღებს 4К ფორმატში. რაც შეეხება ფრონტალურ კამერას, ის 32 mp-იანია და აქვს დიაფრაგმა f/2.0, ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით; ასევე HDR რეჟიმი და ფოტოს და ვიდეოს რედაქტირების ფუნქცია.

ავტონომიურობა

აკუმუალტორის ტევადობა შეადგენს 4030 mAh-ს, რაც თანამედროვე სტანდარტებით საკმაოდ მოცულობითად ითვლება. აპარატი აღჭურვილია 18 ვატიანი სწრაფი დატენვის ფუნქციითაც.

რჩევა

5 (1)

ასე რომ, თუ საშუალო ღირებულების სმარტფონის შეძენა გსურთ, კარგი მონაცემებით, ჩვენ ნამდვილად გირჩევთ Mi 9 Lite-ს, რომელიც ჩვენსავე ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ მოიძიოთ.
ზევით