არ არის გაყიდვაში

ყველაფერი Xiaomi-ის შესახებ

11

კომპანია Xiaomi-ს დამფუძნებელს ლეი ჯუნს მედია საშუალებები ჩინელ ჯობსს ეძახიან. სწორედ მან თავის მეგობარ ლეი ბინთან ერთად (Google-ის და Microsoft-ის ყოფილი ინჟინერი) შექმნა ტელეფონი დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით.

ახლა კომპანია აქტიურად იკავებს მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს და აწარმოებს სმარტფონებს საუკეთესო მახასიათებლებითა და კომპლექტაციით. როგორ მიაღწია Xiaomi-მ ასეთ წარმატებას, მოგითხრობთ აღნიშნულ სტატიაში.

დავიწყოთ სახელით და პირველ რიგში ვისწავლოთ როგორ წარმოვთქვათ ის სწორად.



2010

11

კომპანიის ისტორია მობილური მოწყობილობის წარმოებით არ დაწყებულა. ყველაფერი Android-ისთვის განკუთვნილი საფირმო მარკით - MIUI-თ დაიწყო. MI, ლეი ჯუნის სიტყვებით ნიშნავს,– Mobile Internet (მობილური ინტერნეტი) და Mission Impossible (შეუსრულებელი მისია), UI კი იშიფრება, როგორც USER Interface - სამომხმარებლო ინტერფეისი. მწარმოებლები შთაგონებას Samsung-სა და Apple-ში ეძებდნენ, რაც დღემდე ეტყობა სმარტფონს. MIUI-მ ზუსტად ერთი წლის განმავლობაში მოიპოვა დიდი პოპულარობა ფართო აუდიტორიას შორის სტაბილური მუშაობისა და მოსახერხებელი ინტერფეისის წყალობით.

2011

22

2011 წლის აგვისტოში MIUI-ს გამოჩენის შემდეგ Xiaomi-მ გამოუშვა სმარტფონი სწორედ მარკით Xiaomi Mi One, რომელიც იმ დროისთვის არსებულ ყველა ტოპ მოწყობილობასთან შედიოდა კონკურენციაში და ღირდა სულ რაღაც 315 $, რაც ორჯერ ნაკლები იყო კონკურენტების ფასებზე. ფასისა და ხარისხის იდეალური შეთანხმების წყალობით Mi One ძალიან მალე გახდა პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პირველი სმარტფონის წარმატებით შთაგონებულმა კომპანიამ მალევე გამოუშვა მეორე აპარატიც, რომელსაც Xiaomi Mi2 უწოდა და ის უფრო მეტი მწარმოებლობის მქონე 4 ბირთვიანი პროცესორით Qualcomm Snapdragon S4 და 2 GB ოპერატიული მეხსიერებით აღჭურვა. პრეზენტაციიდან 12 წუთის შემდეგ უკვე 150 ათასი სმარტფონი იყო გაყიდული. Forbs-მა მას „უდიდესი ჩინური სმარტფონის“ სტატუსი მიანიჭა და ორი წლის თავზე კომპანიას უკვე 25 მილიონი ეკზემპლარი ჰქონდა გაყიდული.

2013

33

კომპანია უშვებს მსოფლიო ბაზრის სერიოზულ მოთამაშეს Xiaomi Mi3, რომელმაც იმ დროისთვის არსებული ყველა ტოპ მახასიათებელი მიიღო. ის მუშაობს ბოლო თაობის Qualcomm-ის პლატფორმაზე აქვს 5″ Full HD დისპლეი და თუმცა წამყვან ბრენდებს გარკვეული მახასიათებლებით მაინც ჩამორჩება, ნამდვილად უწევს მათ ღირსეულ კონკურენციას ღირებულების გამო. მისი საწყისი ფასი მხოლოდ 300 $ შეადგენს. ამ დროისთვის კომპანია უკვე აღარ გაჩერდა სმარტფონებზე და დაიწყო სხვა მოწყობილოების გამოშვებაც.

2013 წელსვე მან ტელევიზორი Xiaomi MiTV გამოუშვა.

2014

44

ფასისა და ხარისხის შეფარდების იდეალური შეთავსების შემდეგ Xiaomi-მ დაიწყო დიზაინის გაუმჯობესება და გამოუშვა Xiaomi Mi4. ეს მოდელი ძალიან ჰგავს Apple-ის სმარტფონს, და მართლაც მწარმოებლებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადმოაკოპირეს იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული სმარტფონის ვიზუალი.

ადამიანებმა უკვე დაიჯერეს, რომ აზრი „Made in China” - საშინელ ხარისხს ნიშნავს“, აბსოლუტურად მცდარია და Mi4 მომხმარებელმა პირველი პარტიის გაშვებიდან 40 წუთში გააქრო თაროებიდან.

2014 წელს Xiaomi Mi4-თან ერთად კომპანიამ პლანშეტი Xiaomi MiPad, სმარტ სამაჯური MiBand და ტელევიზორი MiTV 2-ის 4K სიქველიც გამოუშვა, რომელიც სმარტფონების მსგავსად ასევე იდეალურად იცავდა ხარისხისა და ფასის იდეალურ ბალანსს.

არსებობის 4 წლის თავზე ახალგაზრდა უცნობმა ჩინურმა კომპანიამ ჩინეთში გაყიდვებით გაუსწრო ისეთ გიგანტებს, როგორიც არის Samsung და Apple.

2015

55

2015 წლის იანვარში კომპანიამ წარმოადგინა 5,7 დიუმიანი სმარტფონი Xiaomi Mi Note, რომლის სასტარტო ღირებულებამ 371 $ შეადგინა. გაყიდვები პრეზენტაციიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო. პირველი პარტია ტრადიციულად რამდენიმე წუთში გაიყიდა. Mi Note აღჭურვილი იყო Full HD ეკრანით, Snapdragon 801 პროცესორით, 3 GB ოპერატიული მეხსიერებით და 13 MP კამერით.

ამავდროულად გამოუშვეს გაუმჯობესებული Xiaomi Mi Note Pro გაუმჯობესებული Snapdragon 810 v2.1 პროცესორით და Quad HD-დისპლეით, რომელმაც გატესტვის დროს HTC One M9-სა და LG G Flex 2-ზე მეტი ქულა დააგროვა.


ამავე დროს დაიწყო მასიური წარმოება ისეთი სმარტ გაჯეტებისა, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების უდიდესი დაკვეთა ჰქონდათ.

აქვე უნდა აღვნიშნათ Xiaomi-ს პოლიტიკის საინტერესო ნიუანსიც. თავდაპირველად ახალ გაჯეტს უშვებს კლასიკურ თეთრ ფერში. რამდენიმე თვის შემდეგ კი უკვე სხვადასხვა ფერებსაც აღარ ერიდება.

2015 წლის 5 ნოემბერს კომპანიამ წარმოადგინა ახალი Xiaomi Mi Note 2 8 ბირთვიანი პროცესორით MediaTek Helio X10 (MT6795), 2GB ოპერატიული მეხსიერებით, 5.7 დიუმიანი დისპლეით, 16GB შიდა მეხსიერებით და 13 MP კამერით. ბრენდის ეს ფლაგმანი დამსახურეებულად წარმოადგენს კონკურენტს Samsung Note 5-ისა და iPhone 6s+-სთვის.

ამავე წლის 27 ნოემბერს გაყიდვაში გამოვიდა Xiaomi Redmi Note 3, მეტალის კორპუსით, თითის ანაბეჭდის სკანერით და 4000 mAh-იანი აკუმულატორით. ამ სმარტფონს უკვე ჰქონდა Android 5.1 Lollipop ოპერაციული სისტემა სამარკო ნიშნით MIUI 7 და პროცესორი Helio X10 от MediaTek. 2015 წელს გაყიდვაში გამოვიდა Xiaomi MiPad 2, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა და მოინათლა, როგორც „ჩინური iPad Air 2“ დიზაინში მსგავსების გამო. ისიც, ისევე როგორც Xiaomi Redmi Note 3, მეტალის კორპუსით, 2 GB ოპერატიული მეხსიერებით და ორი ვერსიის ოპერატიული მეხსიერებით გამოვიდა. პირველი ვერსია მუშაობს Android 5.1 Lollipop-ზე, მეორე Windows 10-ზე.

Xiaomi-ის მსოფლიო წარმატება დღემდე გრძელდება. ის სუფთა ჰაერს წარმოადგენს სმარტფონების ბაზარზე და თანაც ისე, რომ მინიმალურ დანაკლისსაც კი არ განიცდის ხარისხში.
ზევით