არ არის გაყიდვაში

განახლებული MacBook Air 2020

1

Apple-ში წარმოადგინეს განახლებული ნოუთბუქი MacBook Air, რომლის პოზიციონირებასაც მწარმოებლები ახდენენ, როგორც „ყველაზე პოპულარული ნოუთბუქისა მსოფლიოში“. 2020 წლის მოდელში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მწარმოებლურობა, გაორმაგებულია მეხსიერების მოცულობა და შემოტანილია ახალი კლავიატურა Magic Keyboard.

დიზაინი

2

MacBook Air-ის დიზაინი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ კლავიატურის მექანიზმი. Apple-ის ინჟინრებმა გადაწყვიტეს კლავიატურასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა და დააბრუნეს მისი „მაკრატლის მექანიზმი“.

საფასო პოლიტიკა

ახალი ნოუთბუქის ფასი სასიამოვნოდ გააოცებს Apple-ის მომხარებელს. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ 2020-ის გამოშვებას $100 დააკლოს და ნაკლებ ფასად გაყიდოს, ვიდრე მისი წინამორბედი.

დისპლეი

3

ნოუთბუქის ეკრანის True Tone-ის დიაგონალი შეადგენს 13.3 დიუმს. აქვს 2560х1600 გაფართოება, მხარეთა შეფარდებით 16:10.

კომპლექტაცია

4

ნოუბუქის სტანდარტული კომპლექტაცია მუშაობს პროცესორზე Core i3, 1,1-3,2 Ghz დიაპაზონის სიხშირეზე. ტოპ კონფიგურაცია კი იმუშავებს პროცესორზე Core i7, 1,2-3,8 Ghz დიაპაზონის სიხშირეზე. ტრადიციულად, კომპანიის წარმომადგენლები არ ამჟღავნებენ პროცესორების ბრენდს, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნოუთბუქში გამოყენებული იქნება მეათე თაობის Amber Lake-Y პროცესორები. გარდა ამისა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შემდეგი წლიდნ ახალი მოდელები ARM არქიტექტურის მქონე საფირმო პროცესორებს მიიღბენ.

მეხსიერება

განახლებულ მოდელბში გათვალისწინებულია დიდი მოცულობის SSD ინტეგრაცია, რაც მეხსიერებას 256 GB-დან 2TB-მდე გაზრდის. ოპერატიული მეხსიერება კი უცვლელი რჩება. 8 ან 16 GB, კომპლექტაციიდან გამომდინარე.

ავტონომიური მუშაობა

5

ცვლილებები არ შეეხება ნოუთბუქების ავტონომიურ მუშაობას. ისინი ერთი დატენვით 11 საათის განმავლობაში მოგემსახურებიან ინტერნეტში სერფინგის პირობებში. 13 საათი კი - ვიდეოს ყურების რეჟმში.

ზომა და წონა

ფორმა და გეომეტრიული ზომებიც უცვლელი დარჩა. ნოუთბუქის ზომა შეადგენს 304,1х212,4х16,1 (4,1 მმ - მინიმალური სისქე). მისი წონა კი 1.29 კგ-ია.

ფასი

საბაზისო მოდელი Mac mini с 256 GB მეხსიერებით ეღირება 799 დოლაარი. ფლაგმანური მოდელი 512 GB შიდა მეხსიერებით კი - 1099 დოლარი.
ზევით