არ არის გაყიდვაში

Wi-Fi-ს კონკურენტი გამოუჩნდა

LI-FI

ტესტირების რეჟიმში არის მონაცემთა გადაცემის ახალი, უსადენო ინტერნეტ - ტექნოლოგია Li-Fi (Light Fidelity), რომელიც დაფუძნებულია ინფომაციის ოპტიკურ გადაცემაზე, ელექტრო - შუქის ტალღების საშუალებით. ახალი ტექნოლოგიიის ტესტირება Philips-ის დეველოპერების მიერ მიმდინარეობს რეალურ პირობებში, საინვესტიციო კომპანია Icade-ის ოფისში.

გავეცნოთ Li-Fi-ს მუშაობის პრინციპს

lifi1

Li-Fi-ს მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: მონაცემები გადაეცემა დიოდურ - ნათურას, რომელშიც მოთავსებულია მოდემი. ნათურა, თავის მხრივ, ინფორმაციას გადასცემს სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც დამუშავებულ კონტენტს უგზავნის მიმღებს: კომპიუტერს, სმარტფონს, ტაბლეტს და ა.შ. სიგნალის მისაღებად კომპიუტერში ირთვება USB პორტი. თუმცა, მომავალში მიმღები შეიძლება ჩაშენებულ იქნას თავად მოწყობილობაშიც. Li-Fi-ს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 30 მბ/წ.

Li-Fi-ს უპირატესობები

lifi-wifi

პირველ რიგში, Li-Fi - ს გამოყენება მნიშვნელოვანია იმ შენობებისთვის და სივრცეებისთვის, სადაც რადიო სიხშირეებს შეუძლიათ Wi-Fi-ს ავნონ. მაგ: საავადმყოფოს საოპერაციო განყოფილება. იქიდან გამომდინარე, რომ Li-Fi ოპტიკური ტალღებით ვრცელდება, ახლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი სიგნალის წყალქვეშ გადაცემაც. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მივიღოთ უწყვეტი სიგნალი სინათლის ტალღების ერთი წყაროდან მეორეზე გადაცემისას. ასევე, მნიშვნელოვან პლიუსს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ინტერნეტის გავრცელების არეალი შეგვიძლია განვსაზღვროთ კედლების საშუალებით, რაც კიდევ უფრო დაცულს ხდის ინფორმაციის უსაფრთხოებას. და ბოლოს, Li-Fi-ს მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიის მუშაობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მიმღები მოწყობილობის განთავსება პირდაპირ განათების არეალში, რაც დიდი სივრცეებისთვის საკმაოდ აძვირებს სისტემის დამონტაჟების ღირებულებას. გარდა ამისა, ტექნოლოგიის ექსპლუატაცია საცდელ რეჟიმში მიმდინარეობს და მოწყობილობებისთვის ჯერ ჯერ კიდევ არ შექმნილა სიგნალის მიღების ჩაშენებული ბლოკები.
ზევით