არ არის გაყიდვაში

განხილვა: LG V60 ThinQ 5G

11

სამხრეთ კორეაში შედგა LG-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონის LG V60 ThinQ 5G-ის პრეზენტაცია. ახალი სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობა მაღალმწარმოებლური აპარატული შემადგენელი, მძლავრი აკუმულატორი და ეკრანის საფირმო ჩიხოლთან ინტეგრაციაა, რაც ამარტივებს მობილურთან მუშაობას.

დისპლეი

ფლაგმანს ექნება 6,8 დიუმიანი OLED დისპლეი, რომელსაც ექნება 2460x1080, Full HD+ გაფართოება.

აპარატული შემადგენელი

12-1

აპარატი მუშაობს ტოპ პროცესორზე Snapdragon 865. აღჭურვილია 8 GB ოპერატიული და 128 GB ძირითადი მეხსიერებით, რომელიც ფართოვდება 2 TB-მდე microSD-ის საშუალებით.

უსაფრთხოება და კავშირები

სმარტფონის უსაფრთხოებას იცავს დაკტილოსკოპიური სკანერი, რომელიც ეკრანშია ჩაშენებული. აქვს ასევე NFC მოდული. კავშირი ხორციელდება Bluetooth 5.1 და Wi-Fi 6-ის საშუალებით. მტვრისა და წყლისაგან დაცვას კი უზრუნველყოფილია IP68 სტანდარტით.

ხმა

13-1

LG V60 ThinQ 5G მიიღებს ასევე გამოყოფილ ციფრო-ანალოგიურ კონვერტერს, სტერეოდინამიკებს და ოთხ მიკროფონს. LG 3D Sound უზრუნველყოფს მოცულობითი ხმის ტრანსლირებას.

აკუმულატორი

ავტონომიურ მუშაობაზე პასუხს აგებს საკმაოდ მოცულობითი, 5000 mAh-იანი აკუმულატორი. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის Quick Charge 4+-ის მხარდაჭერა.

დამატებითი აქსესუარი

14-1

მნიშვნელოვანია, რომ სმარტფონს ექნება დამატებითი აქსესუარი Dual Screen, რომელიც დამატებითი ეკრანის ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ მას თავისი აკუმულატორი არ ექნება და დაიმუხტება ძირითად ელემენტთან შეერთებით.

კამერები

სმარტფონის მთავარ კამერას აქვს სამი სენსორი: ძირითადი მოდული - 64 mp(f/1.8), ფართოკუთხოვანი სენსორი - 13 mp (f/1.9) და 0,3 mp ToF-კამერა. ფრონტალურ მხარეს, წვეთისებრ ჭრილში განთავსებულია სელფი კამერა, რომელსაც 10 mp გაფართოება ექნება.

ოპერაციული სისტემა და ზომები

სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 10. იწონის 218 გრამს და მისი ზომები შეადგენს 169,3 х 77,5 х 8,9 მმ-ს. როდის გამოვა სმარტფონი გაყიდვაში და რა იქნება მისი გასაყიდი ფასი, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ზევით