არ არის გაყიდვაში

განხილვა: Huawei MateBook 13/14 Ryzen Edition

11

Huawei-მ წარმოადგინა განახლებული ნოუთბუქები MateBook 13 და MateBook 14, რომლებიც აღჭურვილია 4000Н სერიის AMD Ryzen პროცესორებით. ამ კომპაქტურმა, მაგრამ ძლიერმა კომპიუტერებმა მიიღეს არასტანდარტული ზომის ეკრანებიც, მხარეთა შეფარდებით 3:2, რაც დოკუმენტაციასთან ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს.

აპარატული შემადგენელი

კომპიუტერები მოდიფიკაციის შესაბამისად გამოდის ორი სახის პროცესორით: Ryzen 5 4600H (6 ბირთვი) ან Ryzen 7 4800H (8 ბირთვი) მაღალი მწარმოებლურობით. ამას გარდა ნოუთბუქები აღჭურვილია გრაფიკული პროცესორით Vega 7. Huawei-ს მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ნოუთბუქებს MateBook 13 და MateBook 14-ს შეუძლიათ 1 GB PPT- ფაილის გაშვება 2.5 წამში.

გაგრილების სისტემა

მაღალმწარმოებლური კომპიუტერების ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს ინოვაციური გაგრილების სისტემა, რომლის სისქეც გაზრდილია 40%-ით.

ზომები

22

MateBook 13 -ის სისქე 14.9 მმ-ია და იწონის 1.3 კგ-ს. MateBook 14 კი 15.9 მმ სისქისაა და იწონის 1.49კგ-ს.

ეკრანები

Huawei MateBook 13/14 Ryzen აღჭურვილია 2К ეკრანით (2160х1440, მინიმალური ზომის ჩარჩოებით და მხარეთა შეფარდებით 3:2, რაც საუკეთესოა ტექსტურ ფაილებთან სამუშაოდ. MateBook 13-ის ჩარჩოების ზომის შემცირებამ გამოიწვია კომპიუტერის სასარგებლო ველის გაზრდა 88%-ით. MateBook 14-სთვის კი ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა. ეკრანის მატრიცებს აქვთ 100 პროცენტიანი ფერთა გამა sRGB და Rheinland სერტიფიკატი, რომელიც ხედვის დაცვის გარანტიას გაძლევთ. კომპიუტერები გამოდის სენსორული ეკრანების მოდიფიკაციითაც.

უსაფრთხოება

პირადი მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს დაქტილოსკოპიური სკანერი, რომელიც ნოუთბუქის ჩართვის ღილაკშია ჩამონტაჟებული.

ავტონომიურობა

33

ავტონომიურობაზე პასუხისმგებელია 65 ვატიანი სწრაფი დამტენი, რომელსაც შეუძლია ასევე Huawei-ს ნებისმიერი სმარტფონის დამუხტვაც.

ფასები

Huawei MateBook 13 გაიყიდება 665 - 780 დოლარის დიაპაზონში მოდიფიკაციის შესაბამისად. Huawei MateBook 14 - 723-824 დოლარის დიაპაზონში.
ზევით