პლანშეტი Honor V6: განხილვა

კომპანია Huawei სუბბრენდის Honor-ის საშუალებით აფართოებს მაღალტექნოლოგიური გაჯეტების ასორტიმენტს და კიდევ ერთ ტოპ მახასიათებლების მქონე პლანშეტს Honor V6 -ს უშვებს, რომლის მახასიათებლებსაც აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ.
ეკრანი და დიზაინი
ახალი პლანშეტის Honor V6-ს ეკრანს 10.4 დიუმიანი დიაგონალი აქვს 2 K გაფართოებით (2000×1200). მოყვება საფირმო სტაილუსი Magic Pencil, რომელსაც ზეწოლის 4096 დონის ამოცნობა შეუძლია. ეკრანის თხელი ჩარჩოები აფართოებს პლანშეტის სასარგებლო ველს 84%-მდე.
აპარატული შემადგენელი

Honor V6 მუშაობს უახლეს პროცესორზე Kirin 985. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6GB შეადგენს. შიდა მეხსიერების კი - 128GB.
კამერები
ძირითადი კამერა განთავსებულია პლანშეტის უკანა ზედაპირზე. აქვს 13 mp გაფართოება f/1.8 დიაფრაგმით და LED ფლეშ განათებით. ფრონტალური კამერა 8 mp გაფართოებითაა წარმოდგენილი და აქვს f/2.0 დიაფრაგმა.
ავტონომიური მუშაობა
ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 7250 mAh-იანი აკუმულატორი, რომელსაც აქვს 22.5 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა.
კავშირები და ოპერაციული სისტემა

პლანშეტს აქვს Wi-Fi 6 მხარდაჭერა და მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 10 საფირმო ნიშნით Magic UI 3.1, Huawei Mobile Services და App Gallery მხარდაჭერით. დამატებითი ღირებულების ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ჩიხოლი, რომელიც აღჭურვილია გარე კლავიატურით.