არ არის გაყიდვაში

რა ვაჩუქოთ 8 მარტს?

BEGE_Statia_720X272

ქალთა საერთაშორისო დაცვის დღე ერთ-ერთი ის თარიღია, როცა საყვარელი ქალბატონები საჩუქრებით უნდა გავანებივროთ, მაგრამ ხშირად საჩუქრის შერჩევა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მამაკაცებსთვის. რა სურთ ქალებს? ამ კითხვას ბევრი მამაკაცი უსვამს საკუთარ თავს და თავს იმტვრევს ოპტიმალური საჩუქრის მოსაფიქრებლად. სწორედ ამიტომ აღნიშნულ სტატიაში შემოგთავაზებთ ერთგვარ რჩევას, თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ საყვარელ ქალბატონებს.

ეპილატორები

1

თანამედროვე მოდა მკაცრია და ქალებისგან არასასურველი თმისგან სრულიად განთავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნული ტენდენცია თანამედროვე ადამიანების ესთეტიკურ მოთხოვნილებებსაც განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია იქონიოს ეპილატორი, რომელიც მოცემული პრობლემის მოგვარებაში, სახლის პირობებში, ეფექტურად დაეხმარება. Be.ge-ზე ეპილატორების არჩევანი მრავალფეროვანია. მათი ფასი 41 ლარიდან 480 ლარამდე მერყეობს. ძირითადი კრიტერიუმი, გამოცდილი ბრენდი და ფუნქციონალია. შესაძენად გადადით ბმულზე:

ლაზერის აპარატები

2

უნდა გვახსოვდეს, რომ ეპილატორი ერთხელ და სამუდამოდ არ აქრობს თმას და მისი ეფექტურობის ხანგრძლივობა 1 კვირიდან 1 თვემდე ვადებში (დამოკდიებულია თმის სტრუქტურაზე) მერყეობს. სწორედ ამიტომ ბევრი ქალი ლაზერულ ეპილაციას ამჯობინებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ათავისუფლებს არასასურველი თმისგან, შესაბამისად მათი ფასიც ბევრად მეტია და 800-1600 ლარებში მერყეობს. თუ თქვენი ქალბატონისთვის ლაზერული აპარატის ყიდვა გადაწყვიტეთ, მიყევით ბმულს: 

დარსონვალი

3

დარსონვალი სპეციალური აპარატია, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლის პროცესს ეპიდერმისში, აჩქარებს ბიოქიმიურ რეაქციებს, ამცირებს ტკივილის მგრძნობელობას, ამარაგებს ქსოვილს ჟანგბადით, ამცირებს ანთებით პროცესებს და აუმჯობესებს კანის სიმკვირვეს, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ეფექტურია კანის ისეთი პრობლემებისას, როგორიცაა მოშვება, ცელულიტი, ცხიმიანობა, ნაოჭები, აკნე, ინფილტრაცია და ფერისმჭამელები. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ის 256 ლარი ღირს და შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: 

თმის სტაილერი

4

ქალებს სურთ მუდმივად კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ სალონში ყოველდღიური სიარული დროსა და თანხასთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს სახლში მოწყობილობა, რომელიც ვარცხნილობის დამოუკიდებლად შექმნასა და თავის მოწესრიგებაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი ქალისთვის თმის სტაილერი იქნება. მით უმეტეს, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეიძინოთ. თმის სტაილერების ფასი 26 ლარიდან 477 ლარამდე მერყეობს და განკუთვნილია, როგორც თმის გასწორებისთვის, ისე დასახვევად. თმის სტაილერის შესაძენად მიყევით ბმულს: 

სახის მოვლა

5

თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, მაგრამ გინდათ ნამდვილად ორიგინალური და კარგი საჩუქარი შეიძინოთ, ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის Welss-ის კანის მოვლის საშუალებებს გთავაზობთ. ეს არის სპეციალური შრატები კანისთვის, სხვადასხვა დანიშნულებით: ნაოჭების გასაქრობად, კანის დასატენიანებლად და ა.შ. მათი ფასი კი სულ რაღაც 29 ლარს შეადგენს. შესაძენად მიყევით ბმულს: 
ზევით