არ არის გაყიდვაში

2019 წლის საუკეთესო სმარტფონები

main1


წლის ბოლო დადგა და წარმოგიდგენთ 2019 წელს გამოშვებული საუკეთესო სმარტფონების კრებულს. მოდელები დავალაგეთ კარგი მწარმოებლურობის, საუკეთესო ხარისხის კამერებისა და დიზაინის, აკუმულატორისა და მეხსიერების მიხედვით.

1. Xiaomi Mi 9


1-1


განახლებული ფლაგმანი Xiaomi Mi 9 კომპანიის პირველი გაჯეტია სამი კამერით. ის ძალიან კარგ ფოტოებს იღებს. ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ჭკვიანი ფუნქციები არა მხოლოდ კარგი ფოტოების გადაღებაში გეხმარებათ, არამედ ენერგიასააც ზოგავს ისე, რომ 3000 mAh-იანი აკუმულატორით სმარტფონი უპრობლემოდ მუშაობს 2 დღის განმავლობაში. კიდევ ერთი სიახლე უსაზღვრო ეკრანი და უსადენო დატენვის ფუნქციაა. სმარტფონის ზურგი სარკისებრი მინისაა და დაცულია Gorilla Glass 5-ით. მუშაობს 7 ნანომეტრიან პროცესორზე Snapdragon 855. მაქსიმალურ კომპლექტაციაში თქვენ მიიღებთ 8/128GB მეხსიერებას.

• ეკრანი 6.39″, გაფართოება 2340×1080
• სამი კამერა 48 / 16 / 12 mp
• მეხსიერება 8/128 GB
• აკუმულატორი 3300 mAh.

2. Samsung Galaxy S10 და S10+


2-2


Galaxy S10-ის ხაზში შედის სამი სმარტფონი S10e, S10 და S10+. ჩვენ რეიტინგში შევიყვანეთ S10/10+, თუმცა S10e-ც ფლაგმანია კარგი მახასიათებლებით. პირველი ორი მოდელი კი ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვხავდება, რომ უფროსს დიდი ეკრანი, ორი ფრონტალური კამერა და უფრო ტევადი ელემენტი აქვს. აპარატებს აქვს დიდი AMOLED ეკრანი ჭრილით ფრონტალური კამერისთვის. ორივე მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Exynos 9820, აქვთ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე სამმაგი კამერები და 8/128GB მეხსიერება. 
S10-ის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ ის შეგვიძლია უსადენო დატენვის სადგურად გამოვიყენოთ სმარტ საათების, ყურსასმენების და სხვა სმარტფონების დასატენად. არ უნდა დავივიწყოთ არც Samsung Galaxy Note-ისა და Galaxy S9+-ის შესახებ, რომლებიც 2018 წლის საუკეთესო სმარტფონები იყვნენ და 2019-შიც არ დაუკარგავთ აქტუალობა. მათი უპირატესობაა ორმაგი კამერა, ცვლადი დიაფრაგმითა და რეჟიმით High Speed Video. 

• ეკრანი 6.2″ ან 6.4″, გაფართოება QHD+ (2960×1440)
• სამმაგი კამერა 16 mp F/2.2 + 12 mp F/1.5-F/2.4 + 12 mp F/2.4
• მეხსიერება 8/128 GB
• აკუმულატორი 3400 mAh ან 4100 mAh.

3. iPhone Xs Max


3-3


მთავარი განსაკუთრებულობა iPhone Xs Max-ის შემთხვევაში დიდი უსაზღვრო ეკრანია. ეს არის ყველაზე დიდი სმარტფონი Apple-ის მოდელებს შორის. Xs Max -ს ორი სიმ ბარათის გამოყენების საშუალება აქვს. აიფონი იღებს საუკეთესო ხარისხის სელფის, მუშაობს ბოლო გამოშვებიs ოპერაციულ სისტემაზე iOS 12 და უძლიერეს პროცესორზე Apple A12 Bionic. სახის ამოცნობით განბლოკვის ფუნქცია უფრო აჩქარდა.

• ეკრანი 6.5″, გაფართოება 2688×1242
• ორმაგი კამერა 12/12 mp
• მეხსიერება 512 GB-მდე.

4. iPhone 11 Pro


4-4


2019 წელს Apple-მა გულშემატკივრები გაახარა სხვა მოდელებითაც: iPhone 11 და iPhone 11 Pro. აპარატები წინამორბედებზე ძლიერია. საბაზისო მოდელს აქვს 2 ძირითადი კამერაა, Pro-ს კი - 3. iPhone 11-ის ორივე მოდელს ძლიერი, 7 ნანომეტრიანი პროცესორი Apple А13 Bionic აქვს, რომელიც შესაძლებლობებით Snapdragon 855-ზე ძლიერიც კია. iPhone 11 Pro 4 საათით უფრო მეტ ხანს ძლებს ავტონომიურად, ვიდრე iPhone Xs.

5. Huawei P30 Pro


5-5

ერთ-ერთი ის მოდელია, რომელიც 2019 წლის საუკეთესო კამერით იამაყებს. სამმაგი კამერა AI-დამუშავების ტექნოლოგიის წყალობით ნამდვილად საუკეთესო ფოტოებს იღებს. მოდელს დიდი OLED დისპლეი აქვს, მოხრილი კუთხებით და ეკრანსშიდა თითის ანაბეჭდის სკანერით. მუშაობს 7 ნანომეტრიან ტოპ პროცესორზე Huawei Kirin 980. მოდელს კარგი ავტონომიურობა აქვს და 55%-ით იტენება 20 წუთში. აქვს უსადენო დატენვის მხარდაჭერა და მუშაობს, როგორც დამტენი სადგურიც. 

• OLED ეკრანი 6.5», გაფართოება 2340х1080
• სამმაგი კამერა 40 Mp (f/1.6) + 20 Mp (f/2.2) + 8 Mp (f/3.4), TOF-სენსორი
• მეხსიერება 8/256 GB-მდე
• აკუმულატორი 4200 mAh.

6. Xiaomi Mi Mix 3

6-6


Xiaomi Mi Mix 3 ის მოდელია, რომელსაც 2019 წელს ასე ველოდით. ტოპ კომპლექტაციაში აქვს 10 GB ოპერატიული მეხსიერება, გაუგებარია რისთვის, მაგრამ შთამბეჭდავად ნამდვილად გამოიყურება. ყურადღებას იქცევს ფრონტალური კამერა, რომელსაც ყველა სენსორი მოძრავ ბლოკში აქვს განთავსებული. აპარატს აქვს ორმაგი ძირითადი კამერა — 12+12 Mp და ორმაგი ფრონტალური კამერა — 24+2 Mp.

• ეკრანი 6.39″, გაფართოება 2340×1080
• ორმაგი კამერა 12/12 Mp
• მეხსიერება 10/128 GB
• ელემენტი 3200 mAh.

7. OPPO Reno 2

7-7


OPPO –ს სმარტფონები წრმოუდგენლად სწრაფი დატენვის ფუნქციით გამოირჩევა. აქვს VOOC Flash Charge ტექნოლოგია, რომელიც აპარატს 40% ტენის სულ რაღაც 10 წუთში. თუმცა ეს მისი ერთადერთი ღირსება არაა. სმარტფონს კარგი ოთხმაგი ძირითადი კამერაც აქვს, რომელიც მშვნიერი ხარისხის ფოტოებს იღებს. 

• ეკრანი 6.5″, გაფართოება 2400×1080
• ოთხი კამერა 48 / 8 / 13 / 2 Mp
• მეხსიერება 8/256 GB
• ელემენტი 4000 mAh.

8. LG V40 ThinQ

8-8


LG-ის ბოლო ფლაგმანური მოდელის V40 ThinQ-ს განსაკუთრებულობა მისი ხუთი კამერაა: 3 ძირითადი და ორი ფრონტალური. მას მობილური გადაღების უამრავი სმარტ ფუნქცია აქვს. მუშაობს ძლიერ პროცესორზე Snapdragon 845. 

• ეკრანი 6.4″, გაფართოება 3120×1440
• სამმაგი კამერა 12 / 16 / 12 Mp
• მეხსიერება 6/128 GB-მდე
• ელემენტი 3300 mAh.

9. HTC U12 Plus

9-9


HTC U12 Plus პირველი მოდელია გამჭვირვალე კორპუსით, რომლიდანაც აკუმულატორი, ანტენები და სხვა კომპლექტაცია ჩანს. HTC ამ დიზაინს უწოდებს Liquid Surface. უნდა ითქვას, რომ ი ნამდვილად ორიგინალურია. აღჭურვილია ორმაგი კამერით 12+16 Mp, ტელეობიექტივითა და ოპტიკური სტაბილიზაციით. ცუდ განათებაში ფოტოების გადასაღებად იყენებს ტექნოლოგიას HDR Boost.

• ეკრანი 6″, გაფართოება 2880×1440
• ორმაგი კამერა 12/16 Mp
• მეხსიერება 6/128 GB-მდე
• ელემენტი 3500 mAh.

10. Samsung Galaxy A50

100

Galaxy A50 ლიდერობს 2019 წლის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში. აღჭურვილია მოცულობითი 4000 mAh-იანი აკუმულატორით. მუშაობს საფირმო პროცესორზე Samsung Exynos 9610 და მშვენივრად უმკლავდება ყველა პოპულაროულ 3D თამაშს. აქვს სამი კამერა, რომელიც კარგი ხარისხის ფოტოებს იღებს. ერთადერთი მინუსი პლასტმასის კორპუსია. 

• ეკრანი 6.4″, გაფაართოება 2340×1080
• კამერა 25 / 8 / 5 Mp
• მეხსიერება 6/128 GB-მდე.
• ელემენტი 4000 mAh.

11. Honor 8X

111

Honor 8X — ბიუჯეტური, მაგრამ ძლიერი სმარტფონია. აქვს მიმზიდველი დიზაინი და ორმაგი კამერა ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით. 


• ეკრანი 6.5″, გაფართოება 2340×1080
• ორმაგი კამერა 20/2 Mp
• მეხსიერება 4/128 -მდე
• აკუმულატორი 3750 mAh.
ზევით