არ არის გაყიდვაში

2018 წლის სიახლეები გაჯეტებში

Statia_BEGE_720X272

ექსპერტები მომხმარებელთა შორის გაჯეტების მიმართ წარმოუდგენლად გაზრდილ ინტერესს აფიქსირებენ. გასულ 2017 წელს წამყვანი ბრენდების მაღაზიებში მომხმარებლები 6-ჯერ უფრო ხშირად აფიქსირებდნენ ინტერესს სმარტფონების მიმართ, ვიდრე პერსონალურ კომპიუტერებზე, ნოუთბუქებსა და პლანშეტებზე. ამიტომ გთავაზობთ იმ გაჯეტების სიას, რომელსაც მიმდინარე 2018 წელს ველოდებით.

სმარტფონები

1

ყოველწლიურად სმარტფონების შემქმნელები უფრო და უფრო გვაკვირვებენ ახალი შესაძლებლობებით და ექსპერტები ელიან, რომ 2018 წლის სმარტფონებზეც ასე მოხდება. ისინი აღჭურვილნი იქნებიან 3D ჰოლოგრამით, უკოტაქტო ეკრანით, ავტონომიური მუშაობის მაქსიმალურად გაზრდილი რეჟიმით და სწრაფი დატენვის ფუნქციით, მტვრისა და ნესტისგან დაცვის მაღალი მაჩვენებელით და პირადი ინფორმაციის დაცვის რეჟიმებით. დიზაინის ინოვაციურობის თვალსაზრისით ბაზარზე ელოდებიან მოქნილი დიზაინის სმარტფონებს: Samsung Galaxy Х1 და Lenovo CPlus. ორივე მათგანს ექნება ინოვაციური ეკრანი, მაგრამ Galaxy Х1-ს მიიღებს დასაკეც კორპუს-წიგნაკს, Lenovo CPlus კი რამდენიმე წერტილში გადაკეცვის ფუნქციას და მომხმარებელი მის გამოყენებას სამაჯურადაც შეძლებს.

უსაზღვრო მონობლოკი

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ 2018 წლის ტრენდი უსაზღვრო მონობლოკიც იქნება. სწორედ ამ კონსტრუქციის რეალიზებას გეგმავენ Apple, Xiaomi და Meizu.

სიახლეები გეიმერებისთვის

2

კომპიუტერული თამაშების სფეროში განვითარების უწყვეტი დინამიკა შეიმჩნევა, რაც მწარმოებლებისგან ტექნიკური პარამეტრების არსებით გაუმჯობესებას და სათამაშო კონსოლების შესაძლებლოების გაფართოებას ითხოვს. 2018 წლისთვის ახალ მოწყობილობებს ელოდებიან ისეთი დიდი ბრენდებისგან, როგორებიცაა Sony და Microsoft. გეიმერულ სამყაროში ყველაზე მეტად Sony PlayStation 5-ს ელოდებიან, რომელიც მეხუთე თაობის PlayStation-ია. მოწყობილობა მიიღებს ახალ ძლიერ AMD პროცესორს, რომლის მწარმოებლურობაც 10 ტერაფლოპსს გაუტოლდება. ის ვირტუალური რეალობის ვიზუალიზაციის უფრო მაღალ ხარისხს, ახალ ფუნქციურ დანამატებს: ვირტუალური რეალობის ჩაფხუტებსა და მრავალფეროვან სათამაშო მანიპულატორებს მიიღებს. Microsoft კი გეიმერებს Xbox One X კონსოლს შესთავაზებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არ ქინება ვირტუალური რეალობის სიმულატორებით აღჭურვილი და მოთამაშეებს მხოლოდ ვიზუალიზაციის მაღალ ხარისხს შესთავაზებს Ultra HD, 3840 × 2160 გაფართოებით. Apple-ის ვირტუალური რეალობის სათვალეები სტანდარტული ფუნქციების გარდა, IPhone-ის სრული სინქრონიზაციის, შერეული რეალობის შესაძლებლობებს და მაღალხარისხიან ჩაშენებულ ფოტო და ვიდეო კამერებს შესთავაზებს.

პერსონალური კომპიუტერები

პერსონალური კომპიუტერესების კლასიკურ მოდელებთან, ძლიერ გეიმერულ ნოუთბუქებთან და კომპაქტ-პლანშეტებთან ერთად 2018 წელს გაყიდვაში ჰიბრიდული PC გამოვა, რომლის მთავარი შესაძლებლობაც ტრანსფორმაცია იქნება. ასეთი კომპიუტერის მთავარი წარმომადგენელები Lenovo Blade და Microsoft Surface Pro 5 არიან და რა თქმა უნდა, ისინი ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში მოხვდებიან.
ზევით