არ არის გაყიდვაში

2017 წლის საუკეთესო ნოუთბუქები: ტოპ ხუთეული

Statia_BEGE_720X272

დღეისათვის კარგი ნოუთბუქის არჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი მომხმარებელი ახალ გამოსულ პროდუქციას ირჩევს, რადგან ისინი ტექნიკის უახლესი მიღწევებითაა აღჭურვილი და შესაბამისად ჩვენც შევეცადეთ 2017 წლის საუკეთესო ნოუთბუქების სია შეგვედგინა.

1. Dell XPS 13 (2017)

1

თხელი, მსუბუქი, ძლიერი და ნამდვილად საუკეთესო Dell XPS 13 ამ მომენტისთვის საუკეთესო ნოუთბუქია.თქვენს წინაშეა Intel Core i3-ის Kaby Lake პროცესორის საუკეთესო მწარმოებლურობა; Infinity Edge უსაზღვრო დისპლეი; 13.3 დიუმიან ეკრანი 11 დიუმიან ჩარჩოში და დამატებითი USB-C (USB 3.0) და SD-ბარათის ქარდ-რიდერით.

2. ASUS Zenbook UX310UA

2

ASUS ZenBook UX310UA ნამდვილად ჯობნის პირველ ადგილზე გასულ მოდელს მწარმოებლურობით. Dell-ის ფლაგმანივით ბრწყინვალედ ნამდვილად არ გამოიყურება, ავტონომიური მუშაობის დროც ნაკლები აქვს, მაგრამ მისი სახით თქვენ მიიღებთ ალუმინის დიზაინსა და მეშვიდე თაობის Kaby Lake-ის წარმოუდგენელ მწარმოებლურობას. გარდა ამისა შეგიძლიათ აირჩიოთ Full HD (1080р) ან QHD +(3200 х 1800 პიქსელის) პანელები.

3. Lenovo Yoga Book

3

თუ თქვენ ოპტიმალური ფასის განსაკუთრებულ ნოუთბუქს ეძებთ, Lenovo Yoga Book (2017) თქვენს წინაშეა. ისევე როგორც Yoga-ს სერიის ყველა მოდელში, ეკრანი იკეცება, ასე რომ მის გამოყენებას პლანშეტადაც შეძლებთ. იმისთვის, რომ ნოუთბუქისთვის მეტი უნივერსალურობა მიემატებინა, Lenovo-მ ის Windows 10 ან Android 6.0 Marshmallow ოპერაციული სისტემებით შემოგვთავაზა. თქვენი არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რისთვის აპირებთ მის გამოყენებას. აღნიშნული ნოუთბუქი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თუ თქვენ გჭირდებათ იაფიანი ნოუთბუქი ძირითადი დავალებების შესასრულებლად.

4. Apple MacBook Pro with Touch Bar

4

თუ თქვენ Apple-ის უახლესი და საუკეთესო ნოუთბუქების მოხმარებას ხართ შეჩვეული, ჩვენ გთავაზობთ 13 დიუმიან MacBook Pro with Touch Bar-ს. ამ ნოუთბუქის მთავარი განსაკუთრებულობა სენსორული პანელი Touch Bar -ია - თხელი OLED-დისპლეი, რომელიც კლავიატურის ქვემოთ მდებარეობს. ის სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენება. იქნება ეს სიტყვების ავტომატური მინიშნება, თუ Touch ID ფუნქცია, ავტორიზაციის თითის ანაბეჭდით გასავლელად. თუ MacBook Pro-ს დიდი გულშემატკივარი ხართ, ამ მოდელით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. თუმცა არსებობს უარყოფითი მხარეებიც. მწარმოებლურობა კონკურენტებზე დაბალი აქვს და არც ეკრანია ისეთი კარგი, როგორიც სხვა ნოუთბუქების შემთხვევაშია.

5. Apple MacBook 12 (2016)

5

2016 წელს გამოსულ მოდელს, არც 2017-ში დაუკარგავს აქტუალობა. ეს არა მხოლოდ ყველაზე თხელი, დახვეწილი და Apple-ის ყველზე ლამაზი ნოუთბუქი, არამედ პლანეტის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული მოდელია. ის თქვენი ძირითადი კომპიუტერის ფუნქციას ვერ შეასრულებს (არსებითად ჩამორჩება MacBook Pro-ს სიმძლავრეს და აქვს USB Type-C-ის მხოლოდ ერთი პორტი), მაგრამ სუპერ თხელი და მსუბუქი MacBook-ის სტატუსით, რომლის წაღებასაც ყველგან შეძლებთ, ნამდვილად გამოიყენებთ.
ზევით