არ არის გაყიდვაში

კამერა სმარტფონში: განხილვა

1

უკვე დიდი ხანია, სმარტფონს აღარ აქვს უბრალოდ ზარის განხორციელების ფუნქცია და ცალკეული გაჯეტების ნაკრებად იქცა. 
მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ფოტო კამერა იკავებს და წლიდან წლამდეც მწარმოებლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გააუმჯობესონ მათი მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონის კამერას პროფესიონალური სტანდარტებისთვის ჯერ არ მიუღწევია, მწარმოებლებს ასეთი ამბიციები ნამდვილად აქვთ. 
ამ სტატიაში კი მოგითხრობთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია სმარტფონის კამერის მონაცემებში, მათ ფუნქციებსა და მახასიათებლებზე.

მეგაპიქსელები - რაც მეტი, მით უკეთესი?

2 (1)

დასაწყისში, როდესაც მობილურ აპარატს გაუჩნდა კამერა, ის 1,3 ან 2 mp-ით იყო აღჭურვილი და ის აპარატი, რომელსაც 5 mp-იანი კამერა ჰქონდა, ყველაზე ინოვაციურად ითვლებოდა. ფოტო აპარატის მქონე სმარტფონების განვითარებასთან ერთად, მეგაპიქსელების რაოდენობაც და სხვა მახასიათებლებიც იზრდებოდა. 
პროგრესმა ამ კუთხით მიაღწია იმ დონეს, როცა მეგაპიქსელების რაოდენობა მეტად ვეღარ გაიზრდებოდა. ახლა გაზრდილ მეგაპიქსელებზე საუბარი უკვე მარკეტინგულ ხრიკს გავს და არა რეალურ მაჩვენებელს. დაგვეთანხმებით 10 mp და 20 mp კამერის მქონე სმარტფონებიდან, მეორე უკეთესად გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მეორე კამერით თქვენ ორჯერ უკეთეს ფოტოებს ვერ მიიღებთ, რადგან მის ხარისხზე სხვა ბევრი ფაქტორიც მოქმედებს, რაზეც ყველა არ ლაპარაკობს.

კამერის მატრიცა

3 (1)

კამერის მატრიცას უწოდებენ ფირფიტას, რომელზეც განთავსებულია შუქმგრძნობიარე ელემენტები, რასაც ჩვენ პიქსელებს ვუწოდებთ. „კამერის მეგაპიქსელების“ გაგება სწორედ მატრიცასთან არის კავშირში. ძველ აპარატებში მატრიცის როლს ფირი ასრულებდა, ციფრულ აპარატში კი მატრიცა შუქის სიგნალს ელექტრონულად აქცევს და რაც უფრო მეტ შუქს აღიქვამს ის, მით უკეთესი ხარისხის ფოტოს ვიღებთ. აქ იმალება ყველა ნიუანსი. 
ბევრი პიქსელი კარგია, მაგრამ თუ მათი რაოდენობა ზედემტად ბევრია, ვიღებთ საწინააღმდეგო შედეგს. რადგან პიქსელების დიდი სიმჭირდროვის დროს მათი ზომა მცირდება შესაბამისად მცირდება იმ შუქის რაოდეობაც, რასაც ის იჭერს. ფოტოს ხარისხი კი პირდაპირ დამოკიდებულია განათებაზე. ანუ იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ფოტოს გადაიღებს ჩვენი კამერა, უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მეგაპიქსელების რაოდენობა, არამედ მატრიცისა და პიქსელების ზომა. რაც მეტია მატრიცის დიაგონალი და მეტია პიქსელების რაოდენობა, მით უკეთესი ხარისხის ფოტო გამოგვდის.

რა არის აპერტურა და დიაფრაგმის ზომა

4 

დიაფრაგმის ზომას ასევე უწოდებენ შუქის ძალას ან აპერტურას. ეს არის კამერის ობიექტივის „ღიაობის“ პარამეტრი, რომლის საშუალებითაც კამერაში ხვდება მეტი შუქი. ის, როგორც წესი, f ასოთი აღინიშნება. იმისთვის, რომ არ შევცდეთ და ავირჩიოთ კამერა, რომელსაც მეტი შუქის გაშვება შეუძლია, უნდა ვიცოდეთ< რომ რაც უფრო ნაკლებია დიაფრაგმის ზომა, მით უკეთეს ფოტოებ გვაძლევს კამერა. ანუ, f/2.4 და f/1.7 აპერტურებს შორის, ბოლო უკეთესია.

რაში სჭირდება სმარტფონს ბევრი კამერა?

5 (1)

შეიძლება გვეფიქრა, რომ რამდენიმე კამერა ისეთივე მარკეტინგული ხრიკია, როგორიცაა 65 მეგაპიქსელიანი სენსორები, მაგრამ ეს ასე არ არის. თითოეულ კამერას თავისი ფუნქცია აქვს და დღეისათვის საკმაოდ ბიუჯეტიან აპარატებშიც მათი რაოდენობა იზრდება. რაში მდგომარეობს რამდენიმე კამერის აზრი? საქმე იმაშია, რომ თითოეულ მოდულს თავისი მახასიათებელი აქვს და განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის გადაღებისთვის. მოცემული გვაქვს მთავარი კამერა, ყველაზე მეტი მეგაპიქსელით, რომელიც უნივერსალურია. დანარჩენები დამატებითი სენსორებია, რომლებიდანაც ზოგს ფართოკუთხოვანი ხედვა აქვს ზოგი ციფრულ ზუმს ემსახურება, ზოგი დღაბნის ფონს და ა.შ.

რაში გვჭირდება ოპტიკური სტაბილიზაცია?

6 (1)

OIS ანუ ოპტიკური სტაბილიზაცია შუქის მსგავსი „ამორტიზატორია“, რომელიც ახდენს კამერის მოძრაობის ნიველირებას გადაღების დროს, რათა გამოგვივიდეს უფრო მკაფიო ფოტოები მოძრაობის პირობებში. კარგი კადრის შესაქმნელად, როგორც წესი გვჭირდება რამდენიმე წუთით დამიზნება და მოცდა, სანამ კამერა თავად ფოკუსირდება და ობიექტს საკუთესო ხარისხით დაიჭერს. ოპტიკური სტაბილიზაციის მექანიზმი კი ახდენს ხელის კანკალით გამოწვეული ხარვეზის კორექტირებას. ის განსაკუთრებით მოსახერხებელი ვიდეოს გადაღების დროსაა.

ხელოვნური ინტელექტი

7

ცოტა რამ ვთქვათ ხელოვნურ ინტელექტზეც კამერაში. ეს არის პროგრამული ალგორითმების ერთობლიობა, რომელიც ყველაზე დაბალანსებულ ფოტოს ქმნის. მის საფუძველში დევს მილიონობით ფოტოს ანალიზი და მეხსიერება, რომლის საშუალებითაც სმარტფონი დამოუკდიებლად ხედავს და იცნობს იმას, რაც კადრში ხვდება და გვთავაზობს მოცემული ფოტოსთვის ყველაზე შესაფერის ფერს, კონტრასტს, სიღრმეს და სხვა მონაცემებს. სმარტფონების შემხვევაში ის სხვადასხვა ხარისხით მუშაობს და ისევე, როგორც კამერის სხვა მონაცემების შემთხვევაში, მისი ხარისხიც მწარმოებელზეა დამოკიდებული.

დასკვნა

თანამედროვე სმატფონების ძლიერი კამერების წყალობით გაჩნდა ისეთი გაგება, როგორიცაა მობილური ფოტოგრაფია, რომელიც ნელ-ნელა კლასიკურ ფოტო ხელოვნებას უტოლდება და ქმნის საუკეთესო ხარისხის სურათებს. თუმცა იმისთვის, რომ ავირჩიოთ საუკეთესო აპარატის მქონე სმარტფონი მხოლოდ მეგაპიქსელების რაოდენობას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ ყველა ის პარამეტრი, რომლის შესახებაც სტატიაში ვისაუბრეთ.

საუკეთესო ხარისხის კამერების მქონე სმარტფონების შესაძენად მიყევით ბმულს და იშოპინგეთ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში.
ზევით