არ არის გაყიდვაში

Xiaomi Mi 9T: სმარტფონი მოძრავი კამერით

11

თუ არ მოგწონთ სმარტფონები, რომლებსაც აქვთ ჭრილები ეკრანზე და თუ გიზიადავთ ექსპერიმენტები, ახალი აპარატი Xiaomi Mi 9T მოძრავი კამერით, სწორედ თქვენთვისაა. 
სმარტფონის დისპლეი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის მით უფრო კარგია, რაც მეტ საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ მეტი სივრცე სასარგებლო ველად. სწორედ ამ პრინციპს ემსახურება ახალი ტენდენციაც, - ჭრილების გაქრობა ეკრანიდან. პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად კი მოძრავი ეკრანი იქცა. 
აპარატის კორპუსში მოთავსებულია ფრონტალური კამერა, რომელსაც ვიყენებთ სელფის გადასაღებად ანდაც ტელეფონის განბლოკვისთვის სახის ამოცნობით.

ეს იგივე Redmi 20?

გასულ წელს Xiaomi-მ ორი ახალი მოდელი Redmi 20 და 20 Pro გამოუშვა, თუმცა ევროპაში მხოლოდ უმცროსი მოდელი შევიდა, თანაც სახელწოდებით Xiaomi Mi 9T. მოკლედ, ჩვენს წინაშეა გლობალური ვერსია Redmi 20 სახელწოდებით Xiaomi Mi 9T.

რით გვაოცებს Xiaomi Mi 9T?

როგორც ჩანს Xiaomi-ში სმარტფონის იდეალური რეცეპტი იპოვნეს. კომპაქტური კორპუსი, მაღალი ხარისხის უსაზღვერო დისპლეი, 4/1 კამერა და მაღალი სიმძლავრე, ამ ყველაფერს დამატებული მოძრავი კამერა და იდეალური ტელეფონი მზად არის. 

მასში გვაქვს თითის ანაბეჭდის სკანერი, განთავსებული კერანზე, 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, AMOLED დისპლეი, ტევადი აკუმულატორი, რომელსაც 18 ვატიანი სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს და ასევე საოცარი სელფი კამერა, რომელიც პირდაპირ კორპუსიდან ამოდის.

საინტერესო დიზაინი

22

Mi 9T დიზაინით ნამდვილად გამოირჩევა სხვებისგან. ეს ნამდვილად ლამაზი და საინტერესო აპარატია. რა თქმა უნდა, მოძრავი კამერის იდეას შესაძალოა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილად ინოვაციური გადაწყვეტილებაა და ნამდვილად წარმოადგენს გამოსავალს დისპლეიზე განთავსებული ჭრილისგან გასათავისუფლებლად. მით უმეტეს, რომ როგორც მწარმოებელი ამბობს, ის უძლებს 300 000 ასვლა-ჩამოსვლას უპრობლემოდ. 

აპარატი პატარა სულაც არ არის. მისი ზომები შეადგენს 156,7×74,3×8,8 მმ-ს. წონა კი - 191 გრამს. წინა პანელი დაცულია მეხუთე თაობის მინით Corning Gorilla Glass. და რაც ყველაზე მთავარია, ეკრანი ნამდვილად არის უსაზღვრო. ეს ყველაფერი მოძრავი კამერის წყალობით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის Xiaomi-ს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აპარატი. მას რეალურად მომხიბვლელი დიზაინი აქვს, კომფორტულად გიჭირავთ ხელში და კონსტრუქციაც საკმაოდ მყარი აქვს, მიუხედავად მოძრავი მექანიზმისა.

თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანზე

ერთი წლის წინ ეკრანზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი ფლაგმანური მოდელების მიღწევად ითვლებოდა. ახლა კი ის საშუალო დონის აპარატებშიც გვხვდება. ის აქვს Xiaomi Mi 9T-საც. მართალია ოდნავ უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე უკანა პანელზე განლაგებული, მაგრამ ტესტირებისას გამოჩნდა, რომ 10-დან 8 შემთხვევაში, მუშაობს. აპარატს აქვს ასევე ტელეფონის განბლოკვის ფუნქცია სახის ამოცნობით, მიუხედავად მოძრავი ფრონტალური კამერისა.

მშვენიერი ეკრანი

33 

უცნაურია, რომ კარგი ხარისხის ეკრანზე ვსაუბრობთ და ეს არის Xiaomi და არა Samsung ან Sony. ის აღჭურვილია 6.39 დიუმიანი AMOLED დისპლეით, რომელსაც აქვს 2340×1080 გაფართოება, მხარეთა შეფარდება კი - 19,5:9. აქვს HDR10 ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მზიან დღეებში თქვენ დააფასებთ მაღალ სიკაშკაშეს, რომელსაც სურვილისამებრ დაარეგულირებთ. მოკლედ, ეკრანის საშუალებით ჩვენ ვიღებთ მკაფიო, მაღალი ხარისხის სურათს, ფერების მაღალი კონტრასტულობით და კარგი ფერთა გადმოცემით.

ხმა: მაღალი, მაგრამ ბასების გარეშე

ხმაზე დიდ ხანს გაჩერება არ გვინდა, რადგან ბიუჯეტური სმარტფონის ხმა, როგორც წესი, არაფრით გამოირჩევა. ხანდახან კი ამ მხრივ ფლაფმანურ აპარატებსაც უჭირს. Xiaomi Mi 9T - ზეც ზუსტად იგივეს თქმა შეგვიძლია.

საშუალო კლასის ჩემპიონი მწარმოებლურობის მხრივ

4 (1)

Xiaomi Mi 9T მუშაობს პროცესორზე Snapdragon 730, რომელიც Qualcomm-ის პორტფელიდან საუკეთესოა Snapdragon 855-ის შემდეგ. მაგალითად, ამ მხრივ უკეთესია Samsung Galaxy Note 8-ზე ან Google Pixel 2-ზე. ის არის 8 ნანომეტრიან ტექპროცესორის ბაზაზე შექმნილი და ეს არის ძალიან კარგი პროცესორი საშუალო კლასის სმარტფონისთვის. 
Xiaomi Mi 9T-ს საშუალებით თქვენ შეძლებთ ყოველდღიური დავალებების შესრულებას. სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებას, ვებ გვერდების დათვალიერებას და 3D თამაშებით გართობას. მისი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ არ აქვს მეხსიერების ბარათის სლოტი და მოგიწევთ დასჯერდეთ 64 ან 128 GB მეხსიერებას, რაც აქვს ტელეფონს.

Android 9 Pie MIUI 10

თუ შეიძენთ Xiaomi Mi 9T, თქვენი ტელეფონი იმუშავებს Android 9 Pie საფირმო ნიშნით MIUI 10. MIUI კარგად გამოიყურება, აქვს კარგი ფერები და გვპირდება ბევრ საჭირო ფუნქციას გარდა საბაზო აპლიკაციებისა, ისეთი როგორიცაა საკუთარი ბრაუზერი, FM რადიო, შიდა პლეერი, ეკრანის ჩამწერი და ოპტიმიზატორები, რომლებიც თქვენს ტელეფონს ასუფთავებენ გამოუყენებელი ფაილებისგან და ა.შ.

კამერების სამეული

55

აპარატს აქვს მოძრავი ფრონტალური კამერა და სამი ძირითადი კამერა უკანა მხარეს. Sony-s 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, საშუალო ხარისხის სენსორით IMX582. მეორე სენსორი ეს არის ულტრა ფართოკუთხოვანი 13 mp სენსორი, მესამე - 8 mp ტელეობიექტივი. კამერებების კონფიგურაცია Xiaomi Mi 9-ს იდენტურია. თქვენ შეგიძლიათ ძირითადი კამერიდან გადაერთოთ ულტრა ფართო ობიექტივზე, ან ტელეობიექტივზე, რომელიც 2-ჯერ ზრდის გამოსახულებას.

დასკვნა

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1100-1200 ლარის ფარგლებში ეს არის საშუალო კლასის ტელეფონი, რომელიც გარკვეული მახასიათებლებით უახლეს ფლაგმანებსაც კი სჯობს.
ზევით