რამდენიმე დღის წინ, Nokia-მ ახალი ტაბლეტი Nokia Lumia 2520 ოფიციალურად დაანონსა!
ტაბლეტი, რომლის შესახებაც ჭორები ერთი წლის განმავლობაში არ წყდებოდა, გაყიდვაში 2013 წლის ბოლომდე გამოვა. მისი ფასი 499$ იქნება.
Lumia 2520-ის კორპუსი პოლიკარბონატისგან არის დამზადებული. ტაბლეტი აღჭურვილია 10.1 დიუმიანი Full HD დისპლეით,
2MP წინა და 6.7MP, f/1/9 უკანა კამერით,
Qualcomm Snapdragon პროცესორით, LTE კავშირით, 8000 mAh ელემენტითა და Windows RT 8.1 ოპერაციული სისტემით.
აქსესუარის სახით წარმოდგენილია Power Keyboard, რომელიც წააგავს Microsoft Surface-ში წარმოდგენილ Touch Covers. ეს უკანასკნელი გვთავაზობს
USB 2.0 პორტებსა და დამატებით 5 საათიან ენერგო-წყაროს.
Lumia ტაბლეტი მოსალოდნელზე უფრო თხელი და პრიალაა, ასევე ძალიან კომფორტულია ხელში დასაჭერად.