LG-მ ოფიციალურად დაანონსა პირველი მომრგვალებული სმარტფონი, 6 დიუმიანი ეკრანით –
LG Flex.
მოწყობილობა Samsung Galaxy Round სმარტფონის კონცეფციისგან განსხვავებით, ვერტიკალურად –
ზედა და ქვედა ნაწილებშია მომრგვალებული.

ამ ეტაპზე სმარტფონი მხოლოდ სამხრეთ კორეის რეგიონისთვის არის განკუთვნილი.
იგი აღჭურვილია 720p რეზოლუციის მქონე 6 დიუმიანი ეკრანით,
Qualcomm 800 Snapdragon პროცესორით, 2 GB RAM ოპერატიული მეხსიერებით,
13 მეგაპიქსელიანი კამერითა და 3500mAh ელემენტით.
რაც შეეხება LG Flex-ის ინოვაციურ ფორმას, კომპანიის განცხადებით, ზარების განხორციელებისა და
ვიდეოს ყურებისას იგი მეტი ერგონომიულობით უზრუნველყოფს მომხმარებელს.
სმარტფონი ასევე აღჭურვილია ინოვაციური მახასიათებლით -“რასამახას თვითაღდგენის”
შესაძლებლობით: LG Flex-ის კორპუსზე გადაკრულია თვითაღდგენადი საფარი,
რომელიც რამდენიმე წუთში აქრობს მოწყობულობაზე არსებულ, თუ განთავსებულ ნაკაწრებს.
ანალიტიკოსთა ვარაუდით, LG Flex წარმოადგენს იმ მოდელის სატესტო ვერსიას, რომელიც
2014 წლის თებერვლის MWC ღონისძიებაზე გამოსაშვებად მზადდება.