
HTC-ს განცხადებით, HTC One მოწყობილობებისთვის Android 4.3 jelly Bean განახლება 4-დან 5 კვირამდე შუალედში გახდება ხელმისაწვდომი.
ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალური Twitter ანგარიშის საშუალებით მიაწოდა მომხმარებლებს:
“დიდ ბრიტანეთში Jelly Bean 4.3 განახლების გამოსვლას 3-5 კვირის ინტერვალში ველოდებით “.
გამოდის, რომ ოპერაციული სისტემის 4.3-ზე განახლება ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ამავე პერიოდში გამოდის Google-ის ოპერაციული სისტემის მომდევნო, ძირითადი ვერსია – Android 4.4 KitKat.