
22 ოქტომბრის ღონისძიებაზე Apple-მა განახლებული iPad Air წარმოგვიდგინა, რომელიც ვიზუალურად iPad mini-ს მოზრდილ ვერსიას წარმოადგენს.
წინამორბედ მოდელთან შედარებით iPad Air 20%-ით უფრო თხელი – 7.5მმ, და 28%-ით უფრო მსუბუქია – 453 გრამი. შედარებისთვის iPad 4-ის სისქე გახლდათ 9.4მმ და იწონიდა 652 გრამს.
ზემოთხსენებულის გარდა, ტაბლეტის საერთო ზომის შემცირებისა და ეკრანის ზომის შენარჩუნების მიზნით 43%-ითაა შემცირებული დისპლეის გარშემო არსებული კანტის სისქე. კომპანიის განცხადებთ iPad Air წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მსუბუქ და ამავდროულად სრული ზომის ტაბლეტს.
iPad Air აღჭურვილია 9.7 დიუმიანი, 2048×1536 რეზოლუციის მქონე რეტინა ეკრანით. მასში წარმოდგენილია ახალი 64-ბიტიანი A7 პროცესორი, რომელიც აორმაგებს წინა თაობის შესაძლებლობებს.
პირველი თაობის iPad-თან შედარებით 8-ჯერ სწრაფი და 72-ჯერ უკეთესი გრაფიკა
მოწყობილობაში ასევე ვხვდებით iPhone 5S-ში წარმოდგენილ M7 “motion coprocessor”-ს, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობის აქსელერომეტრიდან, გიროსკოპიდან და კომპასიდან მონაცემების ამოსაღებად .
ახალი iPad-ის ორი ჩაშენებული მიკროფონი უზრუნველყოფს გაუმჯობესებული ხარისხის ვიდეო თუ აუდიო ზარებს. მოწყობილობის უკანა 5 მეგაპიქსელიანი კამერა დატვირთულია 1080p, ხოლო წინა – 720p რეზოლუციის ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით.
ზემოთხსენებულის გარდა, ახალი პლანშეტი აღჭურვილია ორმაგი MIMO ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს გაუმჯობესებულ Wi-Fi დაფარვასა და ინტერნეტ ბრაუზინგს. iPad Air-ს გააჩნია 802.11 n/b/g/a სტანდარტების მხარდაჭერა და უწყვეტ სამუშაო რეჟიმში 10 საათი ძლებს.
ტაბლეტი წარმოდგენილია შავ-რუხ და თეთრ-ვერცხლისფერ ფერებში.
iPad Air-ის გარდა, კომპანიამ ასევე წარმოგვიდგინა 1024×768 რეზოლუციის მქონე ეკრანითა და Dual-Core A5 ჩიპით აღჭურვილი iPad 2, რომელიც მხოლოდ ორი მოდელის სახით იქნება ხელმისაწვდომი
- iPad 2 Wi-Fi 16GB
- iPad 2 Wi-Fi + 3G 16GB