არ არის გაყიდვაში
კომპანია AMD  Ryzen 5000 სერიის პროცესორებს უშვებს, რომლებიც პერსონალური კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. პროცესორები გაყიდვაში 5 ნოემბრიდან გამოვა და 299-799 დოლარამდე ეღირება. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ახალ სერიაში შედის მსოფლიოში ყველაზე დიდი წარმადობის მქონე გეიმერული პროცესორიც.


12


Ryzen 5000 სერიის პროცესორები 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზეა შექმნილი.  წინა წლის სერიასთან შედარებით ახალში 19% არის გაზრდილი IPC. 

22


Პირველ ეტაპზე AMD გაყიდვაში 4 პროცესორს გამოუშვებს. ფლაგმანური Ryzen 9 5950X მიიღებს 16 ბირთვს (max: 4.9 ghz, საბაზისო 3.4 ghz) და ეღირება 799 დოლარი. გეიმერული პროცესორი Ryzen 9 5900X მიიღებს 12 ბირთვს 4,8/3,7ghz  სიხშირით და ეღირება 549 დოლარი. 

შემდეგი 8 ბირთვიანი Ryzen 7 5800X სიხშირით 4,7/3,8ghz 499 დოლარი ეღირება. ყველაზე ბიუჯეტური 6 ბირთვიანი Ryzen 5 5600X - 299 დოლარი.


Microsoft-მა ოფიციალურად წარადგინა ბიუჯეტური ნოუთბუქი Surface Laptop Go, რომლის ფასიც შეერთებულ შტატებში 549 დოლარია. 

სარფეისი1

ნოუთბუქს კოპაქტური ზომები, მციე წონა და 12,4 დიუმიანი ეკრანი აქვს 1536×1024 გაფართოებით. Მუშაობს Intel-ის მეათე თაობის, 4 ბირთვიან პროცესორზე. Ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 GB, შიდა - 64 GB. აქვს დაქტილოსკოპიური სკანერი, რომელიც ჩართვის ღილაკთანაა განთავსებული. 

სარფეისი 2

Ნოუთბუქი აღჭურვილია სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით და საათში 80%-ით იტენება. 


კომპანია Lenovo-მ პირველი დასაკეცეკრანიანი პერსონალური კომპიუტერი ThinkPad X1 Fold შექმნა, რომლის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, ღირებულება კი 2500 დოლარს შეადგენს. 

ლენოვო1

 

ThinkPad X1 Fold-ს აქვს 13.3-ინჩიანი OLED ეკრანი, რომელიც წიგნისებურად იკეცება. Ეკრნი დაკეცვისას პატარა სივრცეს ქმნის, რომელშიც დასაკეცი კლავიატურა თავსდება და უსადენოდ იტენება. 

ლენოვო2

 

კომპიუტერს მოყვება კალამი Lenovo Mod და სადგამი. X1 Fold-ის გამოყენება შესაძლებელია ტაბლეტის, ლეპტოპის, პერსონალური კომპიუტერის, ან დიდი ეკრანის სახით.

ThinkPad X1 Fold მუშაობს Windows 10 Pro-სა და ჰიბრიდული ტექნოლოგიით შექმნილ Intel Core პროცესორზე. აქვს 5G-ის მხარდაჭერა. 

ლენოვო 3

 

ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გამოჩნდება მოწყობილობა ბაზარზე. იმ მომხმარებლებს კი, რომლებიც ახლა შეუკვეთავენ პროდუქტს, მის მისაღებად 5 კვირაზე დიდი დრო დასჭირდებათ.


კომპანია Canon-მა შექმნა კომპაქტური კამერა point-and-shoot (მონიშნე და გადაიღე) კლასიდან სახელწოდებით PowerShot Zoom. 

5 (1)



PowerShot Zoom-ს აქვს მცირე ზომები:  33х50х103 მმ, რაც უზრუნველყოფს მარტივ მართვას ერთი ხელით.  Მონოკულარულ ობიექტივს აქვს CMOS სენსორი 12,1 mp  გაფართოებით, რაც  Digic 8 პროცესორთან ერთად უზრუნველყოფს 10 კადრის გადაღებას წამში. 

6 (1)


კამერა იღებს უმაღლესი ხარისხის ფოტოებს ცუდი განათების დროსაც კი. აქვს კადრის ოპტიკური სტაბიზიაციის ტექნოლოგია Canon Face AF  და microSD-ს ტიპის ბარათის სლოტი, ასევე Bluetooth 4.2 კავშირი და  Wi-Fi  802.11. 

7


გაყიდვაში გამოსვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. 


Microsoft-მა გეიმერებს სიურპრიზი მოუწყო და ახალ კონსოლთან ერთად განახლებული გეიმპადები გამოუშვა, რომელიც ხელმისაწვდომა ოფიციალურ საიტზე Xbox Microsoft.

45

კონსოლის სტანდარტულ კომპლექტაციას მოყვება შავი ფერის გეიმპადი, ბიუჯეტურ ვერსიას - თეთრი. თუმცა ტრადიციული ვერსიების გარდა, ახლა გეიმერები კიდევ ერთი გეიმპადის არჩევას შეძლებენ ლურჯ ფერში.

სტანდარტულ ფერებში გეიმპადები 59,99 დოლარად იყიდება, ცისფერის ფასი კი 64.99 $. 

47

გეიმერები შეძლებენ გეიმპადების შეძენას კომპიუტერებისთვის, რომლებიც მუშაობენ USB-C კაბელით. Მათი გამოყენება უსადენო კავშირითაც შეიძლება სპეციალური ადაპტერის საშუალებით, რომლის ფასიც 25 დოლარია.

ტრადიციული ერთჯერადი ელემენტების ნაცვლად მწარმოებლები გვთავაზობენ მრავალჯერადი დატენვის აკუმულატორებს Rechargeable Battery Xbox, რომლის დამუხტვა თამაშის დროსვეა შესაძლებელი და ენერგიის სრული აღდგენისთვის 4 საათი სჭირდება.  


ამერიკულ კომპანია GoPro-ს ბაზარზე გამოაქვს ექშენ კამერის მეათე თაობის მოდელი Pro Hero 9 Black, რომელიც ვიდეოს იღებს 5K გაფართოებით. 

კამერა 

 

მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ მახასიათებლებში ნათქვამია, რომ კამერას ექნება დამატებითი ფერადი ფრონტალური IPS ეკრანი. ძირითადი კი გაიზრდება 16%-ით.  

გამოსახულების სენსორის გაფართოება შეადგენს 23,6 mp-ს. ვიდეოს გადაღება კი 5K ფორმატშია შესაძლებელი, 30 კადრით წამში, უმაღლესი დეტალიზაციით მასშტაბური კადრების აღების დროსაც კი. 

კამერაში გამოიყენება Max Lens Mod მოდული, რომელიც განკუთვნილია მაღალი ხარისხის სტაბილიზაციისთვის Max HyperSmooth, ზეფართო ციფრულ ობიექტივთან ერთად, რომელსაც აქვს 155 გრადუსიანი ხედვის კუთხე. 

1720 mAh-იანი აკუმულატორის მეშვეობით კამერის ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობა გაიზარდა 30%-ით. წყლისგან დაცვის ფუნქცია შესაძლებელს ხდის გადაღება განვახორციელოთ წყალში 10 მეტრის სიღრმეზე. კამერა გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა და 449$ ეღირება. 


რევოლუციური სმარტფონი ორი ეკრანით LG Wing, საშუალებას გაძლევთ ელეგანტური აპარატი მბრუნავი ეკრანის გამოყენებით გადააქციოთ მრავალფუნქციურ პრაქტიკულ გაჯეტად.

ლგ

 


სმარტფონი, რომელსაც დიდი ხანია ველით, უკვე გამოვიდა გაყიდვაში და LG-მ მისი ოფიციალური ვიდეო რგოლიც გამოაქვეყნა.

 


ვიდეო გვაჩვენებს, რომ LG Wing
 მიეკუთვნება კომპანიის ექსპერიმენტული მოდელების Explorer Project-ის ხაზს. მასში საუბარია აპარატის შიგთავსზე და იმ უცნაურ ტექნოლოგიაზე, რომლითაც რევოლუციური მბრუნავი სმარტფონი შეიქმნა.

LG-ის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მბრუნავი მექანიზმის ტექნოლოგია გამძლეა და მომხმარებელს ის ბევრი წლის განმავლობაში გაუწევს სამსახურს შეფერხების გარეშე. ტესტირების დროს მექანიზმმა 200 ათასი ტრიალის ციკლი გაიარა და დადებითი შედეგი აჩვენა.  

ვიდეო ამბობს იმასაც, რომ სმარტფონი ძალიან მსუბუქია, აქვს მტვრისა და ნესტისგან დაცვის უმაღლესი სტანდარტი და სისტემის დაცვის ტექნოლოგია, რომელიც სწრაფად კეტავს პერისკოპიურ კამერას, სმარტფონის მოულოდნელად დავარდნის შემთხვევაში.

 

 

სულ რამდენიმე დღე რჩება Sony Xperia 5 II-ის გამოსვლამდე და სანამ ოფიციალური მონაცემები გახდება ცნობილი, ინსაიდერები სარეკლამო რგოლს და ფლაგმანის შესახებ მოგვითხრობენ.

3 

გავრცელებული ვიდეო რგოლი მოგვითხორბს Sony-ს ფლაფმანის კამერის მონაცემების შესახებ, საიდანაც ვიგებთ, რომ მას სამი სენსორი ექნება Zeiss-ის ოპტიკით და 12 mp გაფართოებით. ექნება სერიული გადაღების რეჟიმი წამში 20 კადრის სიხშირით; თითოეულ კადრს ექნება ფოკუსირების ინდივიდუალური რეჟიმი და კამერის ექსპოზიცია; სმარტფონი მიიღებს HDR ვიდეოს 4K ფორმატში გადაღების რეჟიმსაც 120 კადრის სიჩქარით. 

 

აღჭურვილი იქნება Full HD+ с გაფართოების მქონე, 6.1 დიუმიანი OLED ეკდანით. იმუშავებს პროცესორზე Snapdragon 865; ექნება 8GB ოპერატიული და 128GB  შიდა მეხსიერება. 

Sony Xperia 5 II-ს ოფიციალური პრეზენტაცია 17 სექტემბერს შედგება.


რამდენიმე დღის წინ Microsoft-ში ოფიციალურად გამოაქვეყნეს გარკვეული ინფორმაცია სათამაშო კონსოლის Xbox Series S (Lockhart)-ის შესახებ. 

1 (4)


Xbox Series X და მისი უმცროსი ვერსია Series S ბაზარზე ოფიციალურად გამოვა 2020 წლის 10 ნოემბერს. 

ცნობილი გახდა ასევე, რომ Xbox Series S-ს ექნება თეთრი კომპაქტური კორპუსი და 60% პატარა იქნება ორიგინალ მოდელ  Xbox Series X-ზე. კონსოლს ექნება მეხსიერება NVMe 512 GB მოცულობით. ვიდეოს გაჩვენებთ 1440р გაფართოებით და 4K ფორმატით. ღირებულება აშშ-ში 299$ იქნება, ხოლო ევროპაში 299 ევრო. 

2


Xbox Series S-ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 7.5 GB. მისი პროცესორი კი  Series X მოდელების იდენტური იქნება. ვიდეოპროცესორის მწარმოებლურობა 4 ტერაფლოპსი იქნება, იმ დროს, როცა Series X-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12-ს შეადგენს. 

ვიდეო ბარათის მოცულობის შემცირებამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე თამაშების 4K ფორმატის ხარისხს, თუმცა კონსოლის დაბალი ფასი იმ გეიმერებს გაახარებთ, რომლებიც აფასებენ თამაშის პროცესს და არა გამოსახულებას.


ინსაიდერებს შორის არ წყდება კამათი Apple-ის ახალი სმარტფონის შესახებ, რომელიც სულ მალე დაანონსდება. აქტიურად განიხილება LIDAR სენსორის არსებობა, ეკრანის განახლების სიხშირე და ფრონტალურ მხარეს არსებული ჭრილის ზომა. თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა iPhone 12 Pro Max-ის ახალი ვიდეო, რომელიც ჭორებს ფანტავს.

1-1

ინტერნეტში გავრცელებულ მასალებში წარმოდგენილია ვიდეო რგოლი და ცალკეული ფოტო სურათები, რომლებშიც ჩანს, რომ სმარტფონს აქვს LIDAR სენსორი, ხოლო ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია.

 

თუ ინსაიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  iPhone 12 Pro Max-ს, რომელიც სექტემბერში დაანონსდება, ექნება დიდი ჭრილი ფრონტალურ მხარეს, 4K ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 240 კადრით წამში და LIDAR სენსორი უკანა პანელზე.


  1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13   14   15   16   17   18   19   20   მომდევნო >>

ზევით