
Ryzen 5000 სერიის პროცესორები 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზეა შექმნილი. წინა წლის სერიასთან შედარებით ახალში 19% არის გაზრდილი IPC.

Პირველ ეტაპზე AMD გაყიდვაში 4 პროცესორს გამოუშვებს. ფლაგმანური Ryzen 9 5950X მიიღებს 16 ბირთვს (max: 4.9 ghz, საბაზისო 3.4 ghz) და ეღირება 799 დოლარი. გეიმერული პროცესორი Ryzen 9 5900X მიიღებს 12 ბირთვს 4,8/3,7ghz სიხშირით და ეღირება 549 დოლარი.
შემდეგი 8 ბირთვიანი Ryzen 7 5800X სიხშირით 4,7/3,8ghz 499 დოლარი ეღირება. ყველაზე ბიუჯეტური 6 ბირთვიანი Ryzen 5 5600X - 299 დოლარი.