კომპანია Lenovo-მ პირველი დასაკეცეკრანიანი პერსონალური კომპიუტერი ThinkPad X1 Fold შექმნა, რომლის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, ღირებულება კი 2500 დოლარს შეადგენს.

ThinkPad X1 Fold-ს აქვს 13.3-ინჩიანი OLED ეკრანი, რომელიც წიგნისებურად იკეცება. Ეკრნი დაკეცვისას პატარა სივრცეს ქმნის, რომელშიც დასაკეცი კლავიატურა თავსდება და უსადენოდ იტენება.

კომპიუტერს მოყვება კალამი Lenovo Mod და სადგამი. X1 Fold-ის გამოყენება შესაძლებელია ტაბლეტის, ლეპტოპის, პერსონალური კომპიუტერის, ან დიდი ეკრანის სახით.
ThinkPad X1 Fold მუშაობს Windows 10 Pro-სა და ჰიბრიდული ტექნოლოგიით შექმნილ Intel Core პროცესორზე. აქვს 5G-ის მხარდაჭერა.

ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გამოჩნდება მოწყობილობა ბაზარზე. იმ მომხმარებლებს კი, რომლებიც ახლა შეუკვეთავენ პროდუქტს, მის მისაღებად 5 კვირაზე დიდი დრო დასჭირდებათ.