არ არის გაყიდვაში

Xbox კონსოლისთვის სპეციალური გეიმპადები შეიქმნა

23.09.2020 21:27:53

Microsoft-მა გეიმერებს სიურპრიზი მოუწყო და ახალ კონსოლთან ერთად განახლებული გეიმპადები გამოუშვა, რომელიც ხელმისაწვდომა ოფიციალურ საიტზე Xbox Microsoft.

45

კონსოლის სტანდარტულ კომპლექტაციას მოყვება შავი ფერის გეიმპადი, ბიუჯეტურ ვერსიას - თეთრი. თუმცა ტრადიციული ვერსიების გარდა, ახლა გეიმერები კიდევ ერთი გეიმპადის არჩევას შეძლებენ ლურჯ ფერში.

სტანდარტულ ფერებში გეიმპადები 59,99 დოლარად იყიდება, ცისფერის ფასი კი 64.99 $. 

47

გეიმერები შეძლებენ გეიმპადების შეძენას კომპიუტერებისთვის, რომლებიც მუშაობენ USB-C კაბელით. Მათი გამოყენება უსადენო კავშირითაც შეიძლება სპეციალური ადაპტერის საშუალებით, რომლის ფასიც 25 დოლარია.

ტრადიციული ერთჯერადი ელემენტების ნაცვლად მწარმოებლები გვთავაზობენ მრავალჯერადი დატენვის აკუმულატორებს Rechargeable Battery Xbox, რომლის დამუხტვა თამაშის დროსვეა შესაძლებელი და ენერგიის სრული აღდგენისთვის 4 საათი სჭირდება.  



ზევით