არ არის გაყიდვაში

კამერა GoPro Hero9 Black 5k ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით

20.09.2020 22:24:27

ამერიკულ კომპანია GoPro-ს ბაზარზე გამოაქვს ექშენ კამერის მეათე თაობის მოდელი Pro Hero 9 Black, რომელიც ვიდეოს იღებს 5K გაფართოებით. 

კამერა 

 

მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ მახასიათებლებში ნათქვამია, რომ კამერას ექნება დამატებითი ფერადი ფრონტალური IPS ეკრანი. ძირითადი კი გაიზრდება 16%-ით.  

გამოსახულების სენსორის გაფართოება შეადგენს 23,6 mp-ს. ვიდეოს გადაღება კი 5K ფორმატშია შესაძლებელი, 30 კადრით წამში, უმაღლესი დეტალიზაციით მასშტაბური კადრების აღების დროსაც კი. 

კამერაში გამოიყენება Max Lens Mod მოდული, რომელიც განკუთვნილია მაღალი ხარისხის სტაბილიზაციისთვის Max HyperSmooth, ზეფართო ციფრულ ობიექტივთან ერთად, რომელსაც აქვს 155 გრადუსიანი ხედვის კუთხე. 

1720 mAh-იანი აკუმულატორის მეშვეობით კამერის ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობა გაიზარდა 30%-ით. წყლისგან დაცვის ფუნქცია შესაძლებელს ხდის გადაღება განვახორციელოთ წყალში 10 მეტრის სიღრმეზე. კამერა გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა და 449$ ეღირება. 



ზევით