არ არის გაყიდვაში

LG Wing: ოფიციალური ვიდეო

17.09.2020 21:51:08

რევოლუციური სმარტფონი ორი ეკრანით LG Wing, საშუალებას გაძლევთ ელეგანტური აპარატი მბრუნავი ეკრანის გამოყენებით გადააქციოთ მრავალფუნქციურ პრაქტიკულ გაჯეტად.

ლგ

 


სმარტფონი, რომელსაც დიდი ხანია ველით, უკვე გამოვიდა გაყიდვაში და LG-მ მისი ოფიციალური ვიდეო რგოლიც გამოაქვეყნა.

 


ვიდეო გვაჩვენებს, რომ LG Wing
 მიეკუთვნება კომპანიის ექსპერიმენტული მოდელების Explorer Project-ის ხაზს. მასში საუბარია აპარატის შიგთავსზე და იმ უცნაურ ტექნოლოგიაზე, რომლითაც რევოლუციური მბრუნავი სმარტფონი შეიქმნა.

LG-ის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მბრუნავი მექანიზმის ტექნოლოგია გამძლეა და მომხმარებელს ის ბევრი წლის განმავლობაში გაუწევს სამსახურს შეფერხების გარეშე. ტესტირების დროს მექანიზმმა 200 ათასი ტრიალის ციკლი გაიარა და დადებითი შედეგი აჩვენა.  

ვიდეო ამბობს იმასაც, რომ სმარტფონი ძალიან მსუბუქია, აქვს მტვრისა და ნესტისგან დაცვის უმაღლესი სტანდარტი და სისტემის დაცვის ტექნოლოგია, რომელიც სწრაფად კეტავს პერისკოპიურ კამერას, სმარტფონის მოულოდნელად დავარდნის შემთხვევაში.

 


ზევით