არ არის გაყიდვაში

Xbox Series S: ფასი და გამოსვლის თარიღი

13.09.2020 21:00:26


რამდენიმე დღის წინ Microsoft-ში ოფიციალურად გამოაქვეყნეს გარკვეული ინფორმაცია სათამაშო კონსოლის Xbox Series S (Lockhart)-ის შესახებ. 

1 (4)


Xbox Series X და მისი უმცროსი ვერსია Series S ბაზარზე ოფიციალურად გამოვა 2020 წლის 10 ნოემბერს. 

ცნობილი გახდა ასევე, რომ Xbox Series S-ს ექნება თეთრი კომპაქტური კორპუსი და 60% პატარა იქნება ორიგინალ მოდელ  Xbox Series X-ზე. კონსოლს ექნება მეხსიერება NVMe 512 GB მოცულობით. ვიდეოს გაჩვენებთ 1440р გაფართოებით და 4K ფორმატით. ღირებულება აშშ-ში 299$ იქნება, ხოლო ევროპაში 299 ევრო. 

2


Xbox Series S-ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 7.5 GB. მისი პროცესორი კი  Series X მოდელების იდენტური იქნება. ვიდეოპროცესორის მწარმოებლურობა 4 ტერაფლოპსი იქნება, იმ დროს, როცა Series X-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12-ს შეადგენს. 

ვიდეო ბარათის მოცულობის შემცირებამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე თამაშების 4K ფორმატის ხარისხს, თუმცა კონსოლის დაბალი ფასი იმ გეიმერებს გაახარებთ, რომლებიც აფასებენ თამაშის პროცესს და არა გამოსახულებას.



ზევით