არ არის გაყიდვაში

ახალი ვიდეო: iPhone 12 Pro Max

31.08.2020 12:58:29

ინსაიდერებს შორის არ წყდება კამათი Apple-ის ახალი სმარტფონის შესახებ, რომელიც სულ მალე დაანონსდება. აქტიურად განიხილება LIDAR სენსორის არსებობა, ეკრანის განახლების სიხშირე და ფრონტალურ მხარეს არსებული ჭრილის ზომა. თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა iPhone 12 Pro Max-ის ახალი ვიდეო, რომელიც ჭორებს ფანტავს.

1-1

ინტერნეტში გავრცელებულ მასალებში წარმოდგენილია ვიდეო რგოლი და ცალკეული ფოტო სურათები, რომლებშიც ჩანს, რომ სმარტფონს აქვს LIDAR სენსორი, ხოლო ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია.

 

თუ ინსაიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  iPhone 12 Pro Max-ს, რომელიც სექტემბერში დაანონსდება, ექნება დიდი ჭრილი ფრონტალურ მხარეს, 4K ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 240 კადრით წამში და LIDAR სენსორი უკანა პანელზე.



ზევით