ინსაიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Huawei-ს ახალი ნოუთბუქები გამოვა ოთხ ფერში: ვერცხლისფერი, მუქი ცისფერი, ვარდისფერი და მწვანე. ნოუთბუქი მინიმალური სისქის კორპუსს, ვიწრო ჩარჩოებს და დაქტილოსკოპიურ სკანერს მიიღებს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმდ MateBook X-ს უნდა ჰქონოდა სენსორული ეკრანები, მაგრამ ფოტოები ამის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 6. იმუშავებს Intel-ის ბოლო თაობის პროცესორზე. ტექპადს ექნება Free Touch ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დაჭერის სიძლიერეს ისევე ამოიცნობს, როგორც MacBook.