უკრანს ქვეშ დაფარული კამერის მქონე სმარტფონის შექმნა უკვე წლებია წამყვანი ბრენდების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ტექნოლოგია ერთი წლის წინ Samsung-ში დაანონსეს, კომპანია Oppo-ში კი დააპატენტეს. თუმცა, პირველი კომპანია, რომელიც ეკრანს ქვეშ განთავსებული კამერის მქონე სმარტფონს გამოუშვებს, ჩინური ბრენდი ZTE იქნება და მისი ახალი აპარატი - Axon 20 5G, სულ რაღაც ორ კვირაში, 1 სექტემბერს წარსდგება საზოგადოების წინაშე.

კომპანიის წარმომადგენლებმა უარყვეს ექსპერტების მოსაზრება, რომ ეს ტექნოლოგია დააზარალებდა გამოსახულების ხარისხს და განაცხადეს, რომ მათ პრეტენზია საუკეთესო პროდუქტზე აქვთ. ამას მომხმარებელი შემოდგომის პირველ დღეებში გადაამოწმებს.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ჯერ-ჯერობით მის შესახებ მხოლოდ ინსაიდერული ინფორმაცია ვრცელდება და დაზუსტებით არავინ იცის ზუსტად როგორი იქნება ZTE-ს ახალი სმარტფონი Axon 20 5G.