არ არის გაყიდვაში

Xiaomi Mi 10 Ultra - სმარტფონი, რომელიც 23 წუთში იმუხტება

13.08.2020 15:53:46
Xiaomi-ში 10 წლის იუბილე Xiaomi Mi 10 Ultra-ს გამოშვებით აღნიშნეს. ახალი სმარტფონი Samsung Note 20 ultra-ს გამოსვლას დაამთხვიეს და სახელიც კი მსგავსი შეურჩიეს. თუმცა ტექნიკური მახასიათებლებით ის ნამდვილად იმსახურებს იყოს საიუბილეო მოდელი და შესაძლებლობებით ფლაგმანურ სმარტფონს არ ჩამოუვარდება.

xiaomi

ახალი სმარტფონის 20 მეგაპიქსელიანი selfie კამერა მარცხენა ზედა კუთხეშია განთავსებული. უკანა პანელზე კი აქვს – 48 mp ძირითადი სენსორი, 20 mp ულტრა გამაფართოებელი სენსორი და 12 mp კამერა პორტრეტის ობიექტივით. კამერების სისტემას აქვს 120x ზუმი და შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება, წამში 24 კადრის სიჩქარით. „სლოუ მოუშენ“ ვიდეოს წამში, 960 კადრის სიჩქარით იღებს.

როგორც Xiaomi-ში ამტკიცებენ, აპარატის 100%-მდე სულ 23 წუთში იტენება.

Xiaomi Mi 10 Ultra ჩინეთში 16 აგვისტოდან გაიყიდება და $764 ეღირება. ჯერ არ არის ცნობილი, როდის გაიყიდება ახალი სმარტფონი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.



ზევით