არ არის გაყიდვაში

განახლებული ნოუთბუქები MateBook D 14 და Matebook D 15

04.08.2020 17:44:38

კომპანია Huawei-მ გამოუშვა განახლებული ნოუთბუქები Matebook D 14 და Matebook D 15. ახალი ნოუთბუქები მიიღებენ  AMD Ryzen 4000 «Renoir» პროცესორებს. 

11-2

ნოუთბუქებს აქვთ მეტალის კორპუსი. სპეციალური გამხსნელი კი მის 180 გრადუსამდე გახსნას უზრუნველყოფს. MateBook D 14-ს ექნება 14 დიუმიანი FullView IPS ეკრანი Full HD გაფართოებით. Matebook D 15 - ის ეკრანი კი 15.6 დიუმის დიაგონალის იქნება.

ნოუთბუქები მუშაობს ჰიბრიდულ პროცესორებზე APU, რომელიც Zen 2-ის არქიტექტურაზეა აწყობილი. ორივე მათგანის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, ან 6 ბირთვიანი Ryzen 5 4500U, ან 8 ბირთვიანი Ryzen 7 4700U. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ყველა მოდელისთვის 16 GB-ია. შიდა მეხსიერების კი - 512 GB. 

ნუთბუქის უპირატესობა მცირე ზომები და წონაა. გაყიდვაში MateBook D 14 с Ryzen 5 4500U და Ryzen 7 4700U გამოვა 584 და 656 დოლარად.  Matebook D 15, Ryzen 5 4500U და Ryzen 7 4700U - 599 და 670 დოლარად.


ზევით