სტარტაპმა, სახელად Selpic შექმნა მობილური ხელის
პრინტერი Selpic P1, რომელიც მნიშვნელოვნად
გაუმარტივებს საქმეს მათ, ვისაც სურს მცირე ზომის ჩანაწერების, შტრიხ კოდების, ფოტოებისა
და ლოგიტიპების მარტივად გადატანა ზედაპირზე.
_528255.jpg)
Selpic P1-ის მთავარი ღირსშესანიშნაობა ის არის, რომ ის
ბეჭდავს ტექსტს, რომელსაც თქვენ წარმოთქვამთ და ამას გარდა, ამას აკეთებს არა მხოლოდ
ქაღალდზე, არამედ თითქმის ყველა ტიპის ზედაპირზე.

გაჯეტი იყენებს სმარტფონის მიკროფონს, Selpic P1-ის აპლიკაცია კი, წარმოთქმულს ტექსტად აქცევს. მისი
წონა სულ რაღაც 91 გრამია და საკმაოდ კომპაქტური ზომები აქვს - 130 x 31 x 24 მმ. ასე რომ მისი ჯიბით გადატანაც მოსახერხებელია. მუშაობს
ოპერაციულ სისტემებზე: Android,
Windows და iOS. კავშირს კი Wi-Fi-ს და Bluetooth-ის საშუალებით ახორციელებს.
პრინტერი გაყიდვაში 2020 წლის შემოდგომიდან გაეშვება.