არ არის გაყიდვაში

Google-მა შემთხვევით გამოაქვეყნა Pixel 4a-ს ფოტოები

18.07.2020 17:43:59

Google-მა სრულიად შემთხვევით პრეზენტაციამდე ადრე გამოაქვეყნა  Pixel 4A-ს ფოტოები ოფიციალურ კანადურ  მაღაზიაში Google Store-ზე.

111

 

ფოტო დათარიღებულია 12 მაისით, რაც მოწმობს იმას, რომ კომპანია სმარტფონის პრეზენტაციას მაისში გეგმავდა, მაგრამ გეგმები პანდემიის გამო შეეცვალა.

Google Pixel 4A-ს აქვს შავი მატე კორპუსი და ღია ცისფერი კვების ღილაკი. ძირითადი კამერის ბლოკი კვადრატული ფორმ- ფაქტორით არის წარმოდგენილი. მასში ფლეშ განათება და ერთი სენსორია განთავსებული. უკანა მხარეს არის თითის ანაბეჭდის დაქტილოსკოპიური სკანერიც განთავსებული. სელფი კამერა მრგვალ ჭრილშია მოთავსებული დისპლეის მარცხენა კუთხეში.  
მანამდე ინსაიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ Google Pixel 4A გამოვა 5, 81 დიუმიანი დიაგონალის მქონე OLED ეკრანით.  სმარტფონი Qualcomm Snapdragon 730 პროცესორზე იმუშავებს და ექნება 6 GB ოპერატიული და 128GB შიდა მეხსიერება. აკუმულატორის მოცულობა 3080 mAh-ით განისაზღვრა, ძირითადი კამერის გაფართოება 12.2 mp-თი, ფრონტალური კამერა კი 8 mp

სმარტფონის ფასი 350 დოლარი იქნება.


ზევით