უახლოეს მომავალში
Microsoft ახალ, ორეკრანიან სმარტფონს Surface
Duo-ს დააანონსებს. სანამ ცნობილი
გახდება მისი სრული მახასიათებლები, კომპანიის დირექტორები ტვიტერში ახალი აპარატის
რეალურ ფოტოებს აზიარებენ, რითიც ნათელს ჰფენენ
სმარტფონის ზოგიერთ მახასიათებელს.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ეკრანი შედგება ორი 5.6 დიუმიანი დისპლეისგან, რომელიც
გახსნილ მდგომარეობაში 8.3 დიუმს შეადგენს. სმარტფონი ერთი 11 mp კამერითაა აღჭურვილი, რომელიც ასრულებს, როგორც
ფრონტალური, ისე ძირითადი კამერის ფუნქციას.
Surface Duo იმუშავებს პროცესორზე
Snapdragon 855. ექნება 6GB ოპერატიული და 64; 128 ან 256 GB შიდა მეხსიერება მოდიფიკაციიდან
გამომდინარე.

Surface Duo-სთვის გამოიყენებენ
Android 10-ის განსაკუთრებულ ვერსიას, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად
ორ ეკრანიანი მოწყობილობისთვის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაყიდვები აგვისტოს თვიდან დაიწყება
და ფასიც ამ დროს გახდება ცნობილი.