არ არის გაყიდვაში

Sony გაყიდვაში უშვებს ტანსაცმლის კონდიციონერს

11.07.2020 21:51:27
Sony-მ გაყიდვაში გამოუშვა ტანსაცმლის კომპაქტური კონდიციონერი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებსა და ზამთრის ყინვაში იდეალურ ტემპერატურას შეგინარჩუნებთ ყვეელგან, სადაც არ უნდა იყოთ. მოწყობილობა, სახელად Reon Pocket თავისი ფორმით მაუსს წააგავს. ის სპეციალური მაისურისა და აპლიკაციის დახმარებით მუშაობს. გამოყენების ინსტრუქცია ასეთია: იცვამთ მაისურს, რომელსაც ზურგზე Reon Pocket-ისთვის განკუთვნილი პატარა ჯიბე აქვს, მოწყობილობას მასში ათავსებთ. მისი მართვა სმარტფონის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით არის შესაძლებელი. აპლიკაცის საშუალებით არეგულირებთ სასურველ ტემპერატურას. 

1

Reon Pocket-ის ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელია ავტომატური რეჟიმითაც. მოწყობილობა ამისათვის ტემპერატურისა და მოძრაობის სპეციალურ სენსორებს იყენებს და ახერხებს მოარგოს მის მიერ გამოყოფილი ტემპერატურა თქვენს გარემოსა თუ აქტივობას.

ავტონომიურ მუშაობას კონდიციუნერი 2-4 საათს მუშაობს. ელემენტისს გამძლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეჟიმი გაქვთ ჩართული და რამდენ ენერგიას მოიხმარს მოწყობილობა ამ კონკრეტულ რეჟიმში მუშაობისას. მის სრულად დატენვას კი 2 საათი სჭირდება.


ზევით