არ არის გაყიდვაში

Microsoft გაიაფებულ კონსოლს, Xbox Lockhart წარადგენს

05.07.2020 21:27:05

ინსაიდერების მიერ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Microsoft გეიმერებს ახალ სიურპრიზს უმზადებს და ეს შეღავათიან ფასად მოწოდებული ახალი კონსოლი იქნება სახელად Xbox Series S «Lockhart».

7

 

ირკვევა, რომ Xbox Lockhart მიიღებს ძლიერ პროცესორს, რომლის წარმადობაც გატოლებული იქნება PlayStation 5-ის პროცესორთან. თუმცა ვრცელდება საწინააღმდეგო ინფორმაციაც, რომ უმცროსი კონსოლის პროცესორი არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც აქვს Xbox Series X-ის ძირითად მოდელს. 

Xbox Lockhart მიიღებს 7,5 GB ოპერატიულ მეხსიერებას და GPU-ს მწარმოებლურობა შეადგენს 4 TFLOPS. ამასთან ერთად ვიცით, რომ მთავარ მოდელს ექნება 13,5 GB ოპერატიული და მწარმოებლურობა 12 TFLOPS.

ამგვარად ჩანს, რომ უფრო დაბალი ფასისა და მწარმოებლურობის მქონე მოდელი Xbox Lockhart წარმოადგენს პასუხს Sony-ს გეგმებზე წარმოადგინოს PlayStation 5 -ის ორი ვერსია.



ზევით