Xiaomi თითქმის ყოველ დღე ახარებს თავის მომხმარებელს ახალი პროდუქტებით. ახლაც, 12 ივნისს გაიმართა განახლებული ნოუთბუქის Mi Notebook Pro 15 -ის პრეზენტაცია.

მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ Mi Notebook Pro 15 პრაქტიკულად იმეორებს წინა წლის მოდელის დიზაინს. განახლება შეეხო 15,6 დიუმიან ეკრანს, რომელმაც მიიღო ულტრა თხელი ჩარჩოები.
Mi Notebook Pro 15 -ის კორპუსი მეტალისაა და აქვს ორი პორტი USB-C-სა და კარტრიდერისტვის. კომპიუტერი იმუშავებს პროცესორზე i7-10510U და ექნება16 GB-იანი DDR4 2666 ოპერატიული მეხსიერება. განახლება შეეხება გაგრილების სისტემასაც.
შარშანდელი Notebook Pro 15-ს შეძენა ამ დროისათვის შესაძლებელია 860 დოლარად. რა ეღირება განახლებული ვარიანტი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.