არ არის გაყიდვაში

სმარტფონი Vivo X50 ფოტოების რესტავრირებას მოახდენს

10.06.2020 23:15:10
გასულ კვირას კომპანია Vivo-მ ახალი სმარტფონი X50 წარმოადგინა, რომელიც მაშინვე გახდა პოპულარული კამერის მექანიკური სტაბილიზაციის უნიკალური მექანიზმის წყალობით. თუმცა სმარტფონის სიახლე მხოლოდ ეს არ არის. 

35
X50-ის მფლობელები მისი ხელოვნური ინტელექტის წყალობით შეძლებენ ძველი ფოტოების აღდგენას. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს გამოსახულების ხარისხი ძველ ფოტოებზე. 
ახალ ფუნქციას,  რომელიცVivo-ს წარმომადგენლებმა ტელეფონის პრეზენტაციამდე ადრე წარადგინეს, ეწოდება Photo Repair და აღადგენს გაბლარულ, გადღაბნილ და დაზიანებულ სურათებს. 

34
ფუნქცია ახდენს ფოტოს კონტრასტულობისა და სიმკვეთრის გაზრდას, ამცირებას დანაწევრებულობას. თუ როგორია ვივოს მიერ აღდგენილი ფოტოები, შეგიძლიათ ნახოთ წარმოდგენილ ფოტომასალაში.

ზევით