არ არის გაყიდვაში

Huawei: ახალი სმარტფონი ეკრანს ქვეშ განთავსებული ფრონტალური კამერით

04.06.2020 22:59:46

ახლახანს ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა Huawei-ს უახლესი პატენტი, რომელშიც აღწერილია ახალი სმარტფონი ეკრანს ქვეშ განტავსებული ფრონტალური კამერით. ასეთი გადაწყვეტილება ათავისუფლებს აპარატს ზედმეტი ჭრილისგან და ზრდის მისი სასარგებლო ველის მოცულობას.  

1 (2)

 

 

Huawei-ს პატენტის ტექნიკური  აღწერა ორი სმარტფონის დიზაინს გვთავაზობს. ეს არის მოდელები  Mate 30 და P30 Pro. ორივე მათგანში მოცემულია გვერდებზე მოხრილი ეკრანი, რომელიც გულისხმობს სმარტფონის გვერდზე განთავსებული ხმის რეგულირების ღილაკის არარსებობას. ასეთი ტექნიკური გადაწყვეტილება კომპანიამ უკვე შემოგვთავაზა ფლაგმანურ სმარტფონში Mate 30 Pro, რომელიც ბაზარზე 2019 წლის შემოდგომით გამოვიდა.

2
თუმცა მომავლის სმარტფონის ძირითადი ღირსება ფრონტალური კამერაა, რომელიც ეკრანის ქვეშ არის დაფარული, შესაბამისად სმარტფონი გათავსიფულდა მისთვის განკუთვნილი სპეციალური ჭრილისგან. 
ამ დროისათვის Huawei-ში ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება ახალი სმარტფონების შესახებ.  

 


ზევით