Samsung უშვებს
სადებეტო საბანკო ბარათს MasterCard-თან
პარტნიორობით, რომლის სახელიც Samsung Money
იქნება და კომპანიას საშუალებას მისცემს ოპერატიულად მართოს
ფინანსები Samsung Pay-ს
საშუალებით.

მომხმარებლები, რომლებიც ახალ ბარათს Samsung Money-ს გამოიყენებენ, შეძლებენ განახორციელონ ტრანზაქციები სისტემაში Samsung Pay საკომისიოების გარეშე და მიიღონ სხვა ბენეფიტებიც. ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ინდივიდუალური, ისე
სააერთო ანგარიშები. ამ დროისათვის სერვისი
ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში.
Samsung Money მობილური აპარატის მფლობელს საშუალებას
მისცემს ისარგებლოს პლატფორმით Samsung Pay. მობილურ აპლიკაციაში
რეგისტრაციისას მაშინვე გამოჩნდება მომხმარებლის სადებეტო ბარათი, რომლის აქტივაციაც
ერთი კლიკითაა შესაძლებელი. ამის შემდეგ კი მფლობელს გაეგზავნება ფიზიკური ბარათიც.