ახალი სმარტფონი
Realme X50 Pro Play შეიქმნა სპეციალურად
მობილური თამაშების მოყვარულთათვის და რა თქმა უნდა, მოჰყვა შესაბამისი ტოპ მახასიათებელიც.
აპარატი მუშაობს პროცესორზე Snapdragon 865,
აქვს გაუმჯობესებული აუდიო სისტემა და გაფართოებული ოპერატიული მეხსიერება.

სმარტფონის Super AMOLED (Full
HD+)
დისპლეი 6.44
დიუმის დიაგონალისაა, მხარეთა შეფარდებით 20:9.
დაქტილოსკოპიური სკანერი ეკრანის ქვეშ არის განთავსებული და ეკრანის განბლოკვას
0.27 წამში ახერხებს. ფრონტალური კამერა ორი სენსორითაა წარმოდგენილი: 16 mp და
სიღრმის - 2 mp.
ოპერატიული მეხსიერება კომპლექტაციის შესაბამისად: 6; 8 და 12
GB, შიდა მეხსიერების მოცულობა კი
128 GB. ძირითადი კამერა 4 სენსორიანია: მთავარი სენსორი Sony
IMX586 - 48 mp
გაფართოებით, ფართოკუთხოვანი
- 8 mp
გაფართოებით (f/2.4, 119°), 2 mp მაკროობიექტივი
და 2 mp
(f/2.4)
სიღრმის სენსორი.
ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4200 mAh-იანი
ელემენტი, რომელსაც აქვს 65 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. გაყიდვები 1 ივნისიდან
დაიწყება და საწყისი ღირებულება 420 დოლარი იქნება.