არ არის გაყიდვაში

Google-ის ყურსასმენის კაბელი, რომელზე შეხებითაც მუსიკას მართავთ

24.05.2020 16:14:06

Google-ში შეიქმნა „მგრძნობიარე“ კაბელი, სახელად I/O braid, რომელიც  დაჭიმვაზე, დაქაჩვაზე, ფრთხილ შეხებაზე, მოჭერასა თუ თითის გასმაზე რეაგირებს. მისი საშუალებით შეძლებთ კომპოზიციის დაპაუზებას, გადართვას, სხვა ჟანრის მითითებას, ხმის რეგულირებას, ეს ყველაფერი კი მხოლოთ თქვენი და კაბელის ტაქტილური ინტერაქციის შედეგად მოხდება.

bri

 

ყურსასმენის კაბელში გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელსაც Google-ში “helical sensing matrix” (HSM) უწოდებენ. ეს ტექნოლოგია მომხმარებლის ქცევისკაბელზე შეხების ჩასაწერად გამოიყენება. I/O braid-ის 360 გრადუსიან მგრძნობელობას კი მასში გამავალი სპეციალური ძაფები უზრუნველყოფენ. ვიზუალური უკუკავშირის მისაღებად კი, რომელსაც ქვემოთ მოცემულ გიფში, ნათების სახით ხედავთ, სპეციალური ბოჭკოვანი ძაფებია გამოყენებული.

ჯერჯერობით, უცნობია, გამოვა თუ არა ახალი ყურსასმენების კაბელი მასობრივი მოხმარებისთვის.


ზევით