არ არის გაყიდვაში

Vivo-ს ახალი სმარტფონი გიგანტური მოძრავი კამერით

20.05.2020 23:49:08
კომპანია Vivo უშვებს სმარტფონს, რომელიც იქნება კამერა, დარეკვის ფუნქციით.

ვივო1

კომპანია მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომლითაც ახალი სმარტფონის X50 Pro-ს რეკლამირებას ახდენს ვხედავთ სრულიად რევოლუციურ სმარტფონს, ტელეფოტო კამერით, ორი ჩვეულებრივი ზომის ლინზით და გიგანტური კამერით. გიგანტური კამერა ბრუნავს და მისი მართვა რობო გიმბალის (ერთგვარი შტატივის) დახმარებითაცაა შესაძლებელი. შესაბამისად, მოდელის ოფიციალურ პრეზენტაციამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი სმარტფონის უპირატესობა გამოსახულების იდეალური სტაბილიზაცია იქნება.


სტაბილიზაციასთან დაკავშირებულ ვარაუდს კიდევ ერთი ტიზერი გვიმყარებს, რომელიც ინტერნეტში, ამ მოდელთან დაკავშირებით ვრცელდება. 


კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზს უსვამენ დაბალ განათებაში იდეალური გადაღების შესაძლებლობასაც.

სავარაუდოდ, X50 Pro-ს ერთ-ერთ ლინზას Samsung-ის ახალი სენსორი – ISOCELL GN1 იქნება.

X50 Pro-ს მონაცემებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას Vivo-ს ოფიციალური პრეზენტაციიდან შევიტყობთ, რომელიც 1 ივნისსაა დაგეგმილი.


ზევით