არ არის გაყიდვაში

Huawei -ს ახალი სმარტფონი საფირმო ოპერაციული სისტემით

17.05.2020 23:53:06
Huawei-ს გახანგრძლივებულმა კონფლიქტმა აშშ-ს სახელმწიფოსთან და შეზღუდვებმა, რომელიც მას Google-ის სერვისების მოხმარებაზე დაუწესეს, კომპანია იძულებული გახადა გაექტიურებინა მუშაობა საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელსაც ახლად გამოშვებულ გაჯეტებში გამოცდიდა. 

1

კომპანია უკვე ნერგავს საფირმო სმარტ საათებში აპლიკაციების საკუთარ მაღაზიას. ახლა კი ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ტელეფონის Huawei Mate 40-ის რეალური ფოტოები, რომელიც იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე HarmonyOS, რომელიც კომპანიაში შეიმუშავეს და რომელიც შექმნილია Android-ის ჩასანაცვლებლად.

2 

გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ სმარტფონი იყენებს ოპერაციულ სისტემას HarmonyOS და გამოირჩევა იმითაც, რომ არ აქვს სელფი კამერისთვის განკუთვნილი ჭრილი ეკრანზე. ამ დეტალიდან გამომდინარე მომხმარებლები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სელფი კამერა იქნება მოძრავი და ეკრანს ქვეშ იქნება განთავსებული.


ზევით