უახლოეს მომავალში Microsoft ბაზარზე გამოუშვებს
ახალ პლანშეტს Surface Go 2, თანამედროვე პროცესორით
და გაზრდილი დისპლეით, სულ რაღაც 459 ევროდ.

Surface Go 2 - ის დიზაინი პრაქტიკულად
არ შეცვლილა. უცვლელლი დარჩა ზომებიც. ჩარჩოების
ფართობის შემცირებით შესაძლებელი გახდა დისპლეის ზომის გაზრდა და ის 10.5 დიუმიანი
გახდა, FHD (1920×1080) გაფართოებით. ახალი პლანშეტის
გამოყენება შესაძლებელია მისაერთებელ კლავიატურასთან ერთად, რომელიც პირველ თაობასთან
ერთად გამოუშვეს.
პლანშეტი რამდენიმე
მოდიფიკაციით გამოდის: Intel Gold
4425Y ან Intel Core m3-8100Y პროცესორებით. გაჯეტებს LTE მოდულის მხარდაჭერაც ექნებათ. ყველა ტაბლეტს ექნება Wi-Fi 6 მხარდაჭერა.
პლანშეტები გაყიდვაში
უახლოეს მომავალში გამოვა. 4GB/64GB მეხსიერებით 459 ევრო
ეღირება. 8 GB/128 GB კი 629 ევრო.