Apple-მა MacBook Pro სერიის 13-ინჩიანი მოდელი წარადგინა. ახალ ნოუთბუქში სიახლე არის ის, რომ Apple-მა Butterfly კლავიატურის „ერა“ დაასრულა. Butterfly-ს ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და ახალი მაკბუქით კომპანიას სურდა, სრულებით აღმოეფხვრა მასთან დაკავშირებული პრობლემები.

ახალი MacBook Pro აღჭურვილია Intel-ის მერვე და მეათე თაობის პროცესორებით, კონფიგურაციის შესაბამისად. 13 ინჩიანი MacBook Pro-ს ფასი 1 299 დოლარიდან იწყება და კონფიგურაციიდან გამომდინარე იზრდება.
საბაზისო მოდელი 1,4 მეგაჰერციანი მერვე თაობის Intel Core i5-ით არის აღჭურვილი. აქვს 8GB ოპერატიული და 256 GB შიდა მეხსიერება.
ინტელის მეათე თაობის პროცესორის მქონე მაკბუქი 4,1 მეგაჰერცზე მუშაობს და ეკრანი 6K გარჩევადობაზე მუშაობს. შიდა მეხსიერების გაზრდა 256GB-იდან 4 ტერაბაიტამდეა შესაძლებელი.