მოახლოვდა Xbox Series
X გაყიდვების დაწყების თარიღი და კომპანია Microsoft-მაც დაიწყო აქტიური
სარეკლამო კამპანია, რომელიც ცდილობს აჩვენოს კონსოლის უპირატესობები კონკურენტებთან
შედარებით. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა კომპანია თავის მომხმარებელს იმ პოპულარული
თამაშების ჩამონათვალსაც აჩვენებს, რომლით გართობაც მათ ახალი Xbox-ის საშუალებით შეეძლებათ.
ადრევე გახდა ცნობილი,
რომ კონსოლს ექნებოდა უკუ შეთავსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაუშვებდა ყველა იმ
თამაშს, რომელიც Xbox-ის წინა ვერსიებში
გქონდათ ჩაწერილი.
იმ თამაშების სია, კი რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ახალ Xbox Series X-ზე ასეთია:
- Dead Island 2
- Everwild
- Forza Motorsport 2020,
- Gears 5
- Gods and Monsters
- Halo Infinite
- Orphan of the Machine
- Outriders
- Senua’s Saga: Hellblade 2
- Starfield
- The Elder Scrolls VI
- The Lord of the Rings: Gollum
- The Sims 5
- Tom Clancy’s Rainbow Six Quarantine
- Tom Clancy’s Rainbow Six Siege
- Ultimate Fishing Simulator 2
- Warframe
- Watch Dogs Legion
- WRC 9 FIA World Rally Championship
ცნობილია, რომ Xbox Series X-ის გაყიდვების თარიღი
2020-ის საშობაო არდადეგებს ემთხვევა. Microsoft-ში უკვე განაცხადეს, რომ პანდემია არ ასახულა მათი პროდუქტების პრეზენტაციის
თარიღზე და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.