არ არის გაყიდვაში

150 mp კამერიან პირველ სმარტფონს Xiaomi გამოუშვებს

25.04.2020 23:42:55

კომპანია Xiaomi კიდევ ერხელ ამტკიცებს, რომ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვაში პიონერია. 2019 წლის შემოდგომით კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი გაფართოების მქონე 108 mp კამერის სენსორიანი სმარტფონი გამოუშვა. ახლა კი ამ მიღწევას აუმჯობესებს.  


13 (1)


საინტერესოა, რომ მაშინ თვითონ სენსორი Samsung-მა შექმნა, რომელმაც მისი საკუთარ სმარტფონში ინტეგრაცია მხოლოდ 2020 წლის დასაწყისში, მოდელში Galaxy S20 Ultra მოახდინა. რაც შეეხება Xiaomi-ს, ინსაიდერები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ის უკვე 150 mp კამერიან სმარტფონს წარმოადგენს.

Samsung-ში სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს 150 mp სენსორზე მუშაობა და როგორც ჩანს Xiaomi უკვე შეუთანხმდა კომპანიას სიახლის საკუთარ აპარატში დანერგვაზე. რომელ მოდელში განახორციელებს სიახლეს ჩინური ბრენდი, ჯერ ცნობილი არ არის. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ Samsung-მა უკვე დაიწყო 250 mp გაფართოების მქონე სენსორზე მუშაობა.  


ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 150 mp გაფართოების სენსორის დანერგვას საკუთარ სმარტფონებში კომპანიები Oppo და Vivo-ც  აპირებენ. თუმცა მათი ფლაგმანები გაყიდვაში მხოლოდ 2021-ში გამოვა.

 


ზევით