არ არის გაყიდვაში

Apple: ახალი აქსესუარები

20.04.2020 23:51:11

Apple-მა თაყვანისმცემლები ახალი აქსესუარებით გაახარა და მათ არა მხოლოდ პრაქტიკული ნივთები, ხელმისაწვდომი ფასებიც შესთავაზა. საუბარია კომპანიის მიერ გამოშვებულ ახალ კლავიატურაზე Magic Keyboard, რომელიც განკუთვნილია iPad Pro (2020)-სთვის და პლანშეტს სრულყოფილ კომპიუტერად აქცევს. ამას გარდა კომპანიამ ახალი უსადენო საფირმო ყურსასმენების  AirPods Pro-ს ყურსაცმებიც გამოუშვა.

3

 

Magic Keyboard მარტივად ინტეგრირდება iPad Pro-სთან. აქვს ჩაშენებული ტრეკპედი, სრულზომიანი კლავიშები 1 მმ ჩაშვების ამპლიტუდით და განათება მაკრატლის მექანიზმით. პლანშეტთან ინტეგრირდება მაგნიტების საშუალებით. კლავიატურა გამოვა ორი ზომით, 11 და 12.9 დიუმიანი პლანშეტებისთვის.

4

 

აღმოჩნდა, რომ AirPods Pro-ს ყურსასმენებს ეცვლება ყურსაცმები და მათი შეძენა მომხმარებელს სულ რაღაც 7.99 დოლარად შეეძლება. კომპანია მას სამ ზომაში გამოუშვებს. იმ შემთხვევაში თუ ყურსაცმები გაგიცვდებათ, ან დაკარგავთ, ამიერიდან მათ გამოცვლას მარტივად შეძლებთ და არ მოგიწევთ ახალი ყურსასმენების შეძენა.


ზევით