Huawei-ს სუბ ბრენდმა კომპანია
Honor-მა წარმოადგინა ახალი
ბიუჯეტური სმარტფონები Honor Play
4T და Honor Play 4T Pro.

საბაზისო მოდელს Honor Play 4T-ს, აქვს 6.3 დიუმიანი დიაგონალის
მქონე IPS LCD HD+ გაფართოებით. მარცხენა ზედა კუთხეში
კი 8 mp ფრონტალური კამერით. მუშაობს პროცესორზე Kirin 710A. აქვს 6 GB ოპერატიული და 128GB შიდა მეხსიერება, ასევე
4000 mAh-იანი აკუმულატორი.
ძირითად კამერას ორი
სენსორი აქვს 48 mp და 2 mp გაფართოებით. მოდელი
გაყიდვაში 21 აპრილს გამოვა და 155 ევრო ეღირება.
უფროსი მოდელი Honor Play 4T Pro 6.3 დიუმიანი AMOLED დისპლეით იქნება აღჭურვილი
და ექნება Full HD+ გაფართოება. ფრონტალური კამერა წვეთისებრ ჭრილში იქნება განთავსებული
და ექნება 16 mp გაფართოება.
Honor Play 4T Pro იმუშავებს პროცესორზე
Kirin 810. მოდიფიკაციიდან გამომდინარე
მიიღებს 6 ან 8 GB ოპერატიულ მეხსიერებას. შიდა მეხსიერების მოცულობა კი 128 GB ექნება. აკუმულატორის
მოცულობა ამ შემთხვევაშიც 400 Mah გვაქვს.
ძირითადი კამერა სამ
მოდულიანია და აქვს 48mp ძირითადი მოდული, 2 mp სიღრმის მოდული და ზე
ფართოკუთხოვანი სენსორი 8 mp გაფართოებით. 6 GB ოპერატიული მეხსიერების მქონე
მოდელი 195 ევრო ეღირება, 8GB
–
220 ევრო.