ამ დღეებში Xiaomi-მ კომპანიის 10 წლის
იუბილე იზეიმა და ტრადიციულ ღონისძიებაზე Xiaomi Mi Fan Festival, სხვა
პროდუქტებს შორის ახალი ტელევიზორებიც 75 დიუმიანი Full Screen TV Pro და 60 დიუმიანი Mi TV 4A
წარადგინა.
_592429.jpg)
75 დიუმიან ტელევიზორს აქვს 4K
გაფართოება,
თხელი ჩარჩოები და 97% სასარგებლო ველი. მუშაობს 4 ბირთვიან პროცესორზე მაღალი ენერგოეფექტურობით.
ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 2 GB,
შიდა
მეხსიერების კი - 32GB-ს შეადგენს. მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android TV საფირმო ნიშნით PatchWall. ტელევიზორის ღირებულება 846 დოლარია.
მეორე მოდელს Mi TV 4A-ს, ასევე აქვს 4К მხარდაჭერა. ეკრანის დიაგონალი 60 დიუმს შეადგენს
და აქვს ტრადიციულად ულტრა თხელი ჩარჩოები. მუშაობს 64 ბიტიან პროცესორზე Amlogic. ოპერატიული მეხსიერება - 2
GB, შიდა მეხსირება - 16 GB. ისიც მუშაობს ოპერაციულ
სისტემაზე Android TV, საფირმო ნიშნით PatchWall. ტელევიზორის ღირებულება
შეადგენს $281.